Tuesday, February 21, 2012

შორს, სადაც ცას სულ სხვა ფერი აქვს..

მოკლედ ბევრი ლაპარაკის მერე გადაწყდა :)) მე და კადო მივდივართ ..ბილეთები ხელთ მაქვს :) და ველოდებით 24 თებერვლის 10:40წ  :)) ვისურვებდი კიდევ ერთი ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ერთად, თუმცა ასე გამოვიდა, ..ხოდა ძალინ მინდა გათენდეს პარასკევი  და წავიდეთ....ძალინ მჭირდება ეს. .სხვანაირად უნდა ავივსო, თორე აქ სიცარიელეს ვსუნთქავ..მოკლედ ერთი სული მაქვს ჩანთებით ხელში წავიდეთ, მალე..მალე...შორს, სადაც ცას სულ სხვა ფერი აქვს..

Friday, February 17, 2012

თებერვლის აღსარება

დღეს ჩემს მეგობარ ნივთებს მოვინახულებ...
სულ არაფერი პარკში მიცდიან მშვიდად..
მასმერე რაც ზეთის ფერები მე დამიტოვა..
ვაფერადებდი მინას..
თავს ვიტყუებდი ფერებთან..ვხატავ რა გინდათ?!
ფერებს ციხე მივუსაჯეთ გაუაზრებლად..
ოთახში კარების უკან..გვიცდიან მშვიდად...
ჩემს ვითომ ნათელ ოთახში ფანჯრის მხარეს მდგარ მაგიდაზე,
ფუნჯებს ფერები წყურიათ..მცივა..
მალინისფერი და ლურჯი იასამნისფერს ჰქმნიან..როგორ ვიმართლო თავი
საღებავებს ორი ხელის მაგივრად, ოთხი რომ ხსნიდა?!
ოცი წლის უმწეო ბავშვი ყველაფერში ხატვის გარდა..მე მაინც მცივა.
ვითომ ძლიერი ქალის ,უსახო გამომეტყველებას იასამნისფრად შევალამაზებ
იქნებ დავმალო მასში , რისი თქმაც მინდა..
პალიტრა ნაომარს ემსგავსება, მეომრების გარეშე
წყალიც არ ჭუჭყიანდება ფერების რეცხვით,ტირილი მინდა
ვითომ ტკივილის მაგივრად ბედნიერება ეწვეთება წამწამებიდან ბაგეებს..
მე ვსუნთქავ მშვიდად..
იქნებ გამომდის კიდეც ,ოღონდ, მისი მონაწილეობის გარეშე დინჯად...

Tuesday, February 14, 2012

Koop - Strange Love (OFFICIAL) HQ

ჩემი გასაჭირი

აივანი, სახლს რომ ღია თვალივით
უნდა ჰქონდეს, ბრმაა, ცემენტისაა,
არავითარ სივრცესთან არ მაკავშირებს,
თავგადაპარსულ ხეებთან,
ისედაც, დავკარგე საერთო ენა,
ვდგავარ და მტვერი მედება,
უპატრონო ნივთივით,
მოპირდაპირე აივანზე
ასეთივე მტვრიან მეზობელთან
კონტაქტს ვამყარებ:
- ჩემო არავინ! ინატრე თოვლი,
რომელიც მნიშვნელოვანს გაგხდის,
ან სიცხე, რომელიც გაგადნობს,
რასაც სიყვარულს დააბრალებ
და თანაგრძნობას დაიმსახურებ.
მე დავწერ ამის შესახებ,
მე მეხერხება სხვის გასაჭირზე წერა,
სხვის თოვლზე, სხვის სიცხეზე,
სხვის სიყვარულზე,
სხვის ღია თვალივით აივანზე
და ჩემსაზე, რომელიც ბრმაა…

რძეში დამალული მარწყვის ჟრუანტელი :))

       14 თებერვალი  ე.წ ვალენტინობა :)))დღეს ამ დღეს აღნიშნავენ და წყვილები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან..ანუ მათთვის განსაკუთრებული დღეა სიყვარულის გამოსახატად:)))მაგრამ ჩემთვისსაც განსაკუთრებული დღეა, თუნდაც იმიტომ რომ გავიღვიძე და ვგრძნობ გაზაფხული  რომ მოიპარება..ვგრძნობ მზის სხივები როგორ მათბობს დღითიდღე , როგორ ჩნდება ჩემს სახეზე ღიმილი  და როგორ ქრება ყველაფერი უფერული..ფერადდება ყველაფერი ჩემში "ყველა ფერით"..იცი რისი მსგავსია ეს ყოველივე?? გაზაფხულის ერთი მოღრუბლული საღამო, გაშავებული ცა, ჭექა-ქუხილი და წვიმა, რომელიც გგონია არასდროს გაჩერდება, ფიქრობ რომ გათენებისას ასანთის ღერებივით ეყრებადა, ყველაფერი მიწასთან გასწორებული , მაგრამ თენდება დღე, წამიერად იმ პატარა ჩიტუნასიც მშურს ზევით ცაში თავისუფლად რომ ნავარდობ და იქ ყველაფერი მისია..ჩემზე პატარაა მაგრამ, ჩემზე თავისუფალი,..ჩემს ოთახში შემოაღწია მზის ფერებმა , მე ვერვხედავ მარა ისინი მხედავენ, ჩემს გულშიც ფეხაკრეფით მოდიან, ყველაფერს აფერადებენ, ისე რომ არც მეკითხებიან ბედნიერებას შენ ეძებო? ..და დაიწყო ისევ ლამაზი დღე..მე ეს მიხარია რძეში დამალული მარწყვის ჟრუანტელი :))

Monday, February 13, 2012

Wedding

მოკლედ  თავიდან მეგონა, როგორც დავჯექი სკამზე წასვლამდე ასე ვიჯდებოდი, თუმცა შემდეგ ცოტა გავხალისდი და მგონი ბოლოს კამყოფილიც წამოვედი :)))




Tuesday, February 7, 2012

Like Crazy - Official Trailer [HD]

Patience

Holiday's plan 2012 (winter)

როგორც იქნა :)) ..დღეს, ბოლო გამოცდა მქონდა და არდადაგებიც დამეწყო ,ერთ თვიანიი..ბედნიერებისგან დაღლაც გადამავიწყდა...
      ოჰოოოო ისეთი საინტერესო არდადგები მელიის..დავიწყოთ იქიდან რომ ქორწილში მიწევს წასვლა და პატარძალი არ ემზადება იმდენს რამდენსაც მე :D  :D)))აი ასე, ამდენი წვალების შემდეგ ,დგებიან დღეები იგინი სანატრელნი :D:)))) P.s სურათებს აუცილებლად დავდეეებბ..

Tuesday, January 31, 2012

Winter's Holiday



ცოტაც და თბილისს დავტოვებ :))) .ექიმმა მითხრა გარემოს შეცვლა აუცილებელიაო, ხოდა მეც ველოდები  ჩემს ორ გამოცდას და მერე, ჩუქუ-ჩუქუთი ჰერი-ჰერიიი...სად? :))) ეს უკვე Secret-ია..მაგრამ მივდივარ მღვიმის სანახავად..ამდაგვარი საოცრება უნდა ვნახო იმ მღვიმეში..გარეთ კი დათოვლილი ყველა ფერიიიი....მაგრამ ამრტო ვერ წავალ..მინდა ვინმე მყავდეს გვერდით და ჯერ არც კი ვიცი ვინ წამოვა ჩემთან ერთად :(((მაგრამ ესეც მოგვარდება..მოკლედ ყველაფერი კარგად იქნებაოო..ასეა ეს)))))))

Tuesday, January 24, 2012

ჩემი სახლის ბინადარნი

მოკლედ საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ ცხოვრება, არც ცუდს და არც გრანდიოზულ სიუპრიზებს არ იშურებს ჩემთვის..თEვზები მაჩუქეს მათი სახლითურთ :))ისე გამიხარდა ერთი ძაღლიც რომ მაჩუქონ :Dხუმრობით :))) (ჩემი ყველაზე დიდი ოცნება) ხოდა ისე გამახარეს გადამრიეს :) წითEლს პოპო დავარქვი პოპოა და იმიტო :) მსუქანას შიპო,შიპოს მეგობარ გოგოს ჩიპო  და სულ პაწია ვარდისფერს ნემო ნემო :))) მოკლედ ფოტოსესია ჰქონდათ..მერე გადავწყვიტე სხვა ბინადართვისაც არ დამეწყვიტა გული და ჩემ ბავშობის ყველაზე ახლო მეგობრებს გადავუღე , რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ამ წოდებას :))) ძალლიან მიყვარს ისინი იმისდამიუხედავად რომ უკვე პატარა აღარ ვარ :))























Saturday, January 21, 2012

Violet :)

        მიყვარს პაექრობა მაშინაც , როცა ჩადრაკში ვაგებ..მაინც ბოლომოდე არ ვისვენებ, თუმცა ირაკლიმ იმდენი გააკეთა ბოლოს მაინც დავწერე მცირე აგიარებითი ჩვენება "Violet -ია :)) ამის მაგივრად სხვა რამ უნდა დამწერა : "იასამანი ,რომელიც გავს იას "..მე თუ ია ვარ, ის პოზიტივია :) თუმცა არ ჯერა :))) P.s ფერადი სამყარო :)))

Lisa Hannigan - Safe Travels (Official HD Video)

i'll do my best to find you

Sunday, January 15, 2012

Oi Va voi - Yesterday's mistakes

აღარ გავიმეორებდი იგივე შეცდომებს მომავალში ,მაგრამ წარსულში დავბრუნდებოდი მათ გასამეორებლად ისე , რომ არც დავფიქრდებოდი :))

Saturday, January 14, 2012

ninu kado eka

13/01.12 ახალიწლის წინა ღამეს მეგობრებთნ ერთად :))

Friday, January 13, 2012

 ეკომ დამირეკა ისეთი ლამაზი მზიანი თბილი დღე იყო, გავიდეთო..ცდუნებაც იმხელა იყო უარი ვერ ვთქვი და ფოტოების გადასაღებად წავედით, ხუთი საათი სრულდებოდა, მზეც მალე ამოეფარებოდა მთებს და სურათებიც უფრო ლამაზი გამოვიდოდა.მოკლედ მზის ჩასვლა მიყვარს სიგიჯ\ჟემდე, რაღაც არა ამქვეყნიურ სიმშვიდეს მგვრის..ხოდა წავედით ფოტოა პარატით ხელში და ცოტა ვიმაიმუნეთ :*:*




Tuesday, January 3, 2012

what i hate about you

Mostly I hate the way I don't hate you. 


 Not even close, not even a little bit, not 




even at all..

Monday, January 2, 2012

One Direction- Moments [music video]



02.01.12 :)))15:37, ორი იანვარი "ბედობა" :)))



02.01.12 :)))15:37, ორი იანვარი "ბედობა" :))) თუმცა მართალი გითხრათ ამ დღეს არ ვანიჭებ უპირატესობას..მაგრამ მაინც ხალხს სჯერა, რომ რაღაც უნდა დაებედოს.. :)) მე კი მგონია რომ თუ ,რამ უნდა დაგებედოს მთელი წლის განალვობაში ეს ახალი წლის ღამეს ხდება..
ჩემთვის კი 2012 სიუპრიზებით დაიწყო..00:00 გახდა თუ არა სურვილები ჩავიფიქრეთ...ერთი სურვილი სამ საათში ამიხდა :)..კარგად დაიწყო 2012 წელი:)))) მინდა თქვენც აგხდენოდეთ ყველა კეთილი და ფერადი სურვილი..
ჯერ სახლში შევხვდით, მთელი ოჯახი..ოჯახის წევრებს საჩუქრები ვაჩუქეთ და შემდეგ ,მეკვლეებად წავედით სამივე მე ნუკიტო და სალი :))) პირადად მე ხუთ ოჯახში ვიყავი მეკვლე..რა კარგი გრძნობაა სხვების ბედნიერ სახეს რომ ხედავ...მმმ კაი იყო..ბოლოს მეგობრებთან ერთად გავათენეთ პირველი იანვარი ჩემთან სახლში.. გამთენიისას კიდევერთი საჩუქარი მქონდა ერთისთვის მისაცემი :))) მმმ რა სასიამოვნოა როცა არ ელოდები არაფერს და უცბად შენც საჩუქარი გელოდება, თურმე..მოკლედ წელს სანტა ვიყავი:))) :))   P.s (ვნახე :)))...   უი კიდევ ნუკიმ და ბუშტიმ ისეთი საყვარელი დათუჩა მაჩუქეს...ჭრელი წითელი ბანტი უკეთია და ძალიან ფაფუკია..ჩემთან ერთად ძინავს ორი ღამეა..:))) სახელი ბუბუჰუ ქვია :)))ცავია ცავი და ყავისფერ ფერებცია :)) ჰოდა ბუბუჰუა ამიტო :D:))მოკლედ თბილია 2012-ს დასაწყისი იმედს ვიტოვებ მთელი ეს წელი თბილი და ფერადი იქნება :)))მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის..

Tuesday, December 27, 2011

მალდობა 2011 წელს

 სულ ცოტა დრო რჩება და 2011 წელი წავაა..მე კი სამადლობელ წერილს ვუწერ ამ წელს. :))ასე გადავწყვიტე..მოკლედ მოკლედ..ჩემებურად..2011 წელი..



                          მოდი შევაჯამოთ..მოკლედ რამდენიც გამახარა იმდენი შემაშინა :)))ნამდილად მხიარული და საყვარელი წელი იყო, მაგრამ ბევრი დაბრკოლებებით:)) სხვებისგან განსხვავებით მგონია 2012 უფრო თბილი იქნება:) ოთხი დღე და სამი საათია დარჩენილი 2012-ის დადგომამდე ,ხოდა მეც ვალაგებ ეხლა ყველაფერ ლამაზზს და გრნობისფერს ჩემს ჩემოდანში და ვემზადები ამ სადგურის დასატოვებლად: )))ვიმედოვნებ 2012 შემდეგი გაჩერება ამ 20 წლის განამვლობაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული იქნება ..ყველაზე ფერადი, უფრო გრძნობისფერი და გადარეული:)) ცოტა სიგიჟე მომნატრებია :))) მოკლედ მალდობა 2011 წელს :)))ამ წელმა ბევრი  კარგი ადამიანი  მაჩუქა და დამიბრუნა :))

Sunday, December 18, 2011

Dean Martin - Let it Snow!

ჰუჰ როგორ მიყვარს აი ასე ნელა რომ მოიპარება..ამ  სასწაულს ერთი პატარა შტრიხი უნდა.. თეთრი ფიფქები და 2012 წელი ყველაზე ბედნიერად დაიწყება..ვაიჰ..რამდენი საქმეა..პირველ რიგში ვფიქრობ საჩუქრებზე..ვის რა ვაჩუქო, ვის რა გაუხარდება..განსაკუთრებით ერთისთვის საჩუქრის არჩევა მიჭირს.არა ბოლოს მაინც რამეს მოვვიფიქრებ მაგრამ მაინც მაინც..არაფერს ვგეგმავ ვიცი რაღაც თავისთვად ისეთი მოხდება რომ ყველაფერ დაგეგმილს ჯობია, მარა იქამდე როგორ გავძლო..???:(:)
      კიდევ ნაძვის ხის მორთვაა..ვაიჰ ლამაზი სათამაშოები უნდა ვიყიდო წელსააც..მერე ნაძვის ხეს რომ ავაწყობთ სულ, რაღაც რამდენიმე საათი იქნება დარჩენილი და მერე  კი  სულ გავგიჟდებიიი..00:00 რო გახდება ცავეხუტები ცავკოცნი ყველას და ჩავებსკვნები კიდევ ერთს გულსი.. :)