Thursday, March 15, 2012

მე თქვენ მიხარიხართ :)))

 
  ჩემი ცხოვრება დღეს დღეითობით, ძალინ საინტერესოდ მიდის..სიახლე ისაა, რომ ფოტოგრაფიის სწავლა დავიწყე  და დღეს  გადავიწყვეიტე, ამ ყველაფერთან ერთად ძველ პროფესიას დავუბრუნდე.. ..
   დაიწყებენ ლაპარაკს : -არქიტექტორიო,მხატვარიო,დიზაინერიო , ახლა კიდევ ფოტოგრაფი თუ გამოვიდაო და კიდევ ცეკვა მომინდა ისევ, მოკლედ ამ ბავშვს რა უნდაო იტყვიან  ...პროფესიებს კოლექციასავით ვაგროვებ ,ნეტა სადამდე ავალ?!  საინტერესოა ^_^ მე უბრალოდ ვეძებ ჩემს თავს...
 რაღაც საიდუმლო მაქვს :X:X: ამ ბოლო დროს დავინახე ის ვისაც ადრე ვერ ვხედავდი :)))ჩშშშშშშ..არ გამიგონ ^_^
და პირიქით ვისაც ადრე ვხედავდი დღეს ვეღარ ვხედავ, ბედნიერი ვარ ამით :)))))))
P.s  მე თქვენ მიხარიხართ :)))

Wednesday, March 14, 2012

Jason Mraz - I Won't Give Up [Official Music Video]

ეს მელოდია ჩემი ქვეცნობიერის იდენტურია :)))  ნათელია ყველაფერი.. ^ - ^

როდესაც ყველაფერი 180 გრადუსით შემობრუნდება :))))

დიდი ხანია ველდოებოდი ამ გრძნობას  და როგორც იქნა ^_^ ასე მგონია გავიღვიძე და ღამის კოშმარიც დამთავრდა..ცხოვრება ისევ  ჩვეულ რიტმშია :))) აღარ მტკივა,თითქოს არც არაფერი ყოფილა..რა უცბად გაქრა ყველაფერი..მე კი ეს შეუძლებელი მეგონა..ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ..ფრენა მინდა,ახლა მხოლოდ ფრენა მინდა...

Friday, March 9, 2012

looked like a Jazz :))) Adieu :)))

ხვალ გასაკუთრებული დღე მაქვს :))) დიდი ხნის უნახავი ჩემი გურამი დ უნდა ვნახო :))თვიდან ბოლომდე სიყვარულია, მეტს არაფერს ასხივებს :)))მერე სიონშიც გავივლი, დიდი ხანია არ ვყოფილვარ, არც სანთელი დამინთია საფლავთან წესსისამებრ და მისი მფარველობა მითხოვია,რომ დაიცვას  :))თუმცა ამას გულში ღმერთს ყოველდღე ვთხოვ.ხვალ განსაკუთრებული მიზეზი მაქვს,უკვე ნამდვილად ვიცი, წარსულში არაფერი დამრჩენია,რაც მინდოდა გავიგე,წასაშლელი უკვე გაიცრიცა და თვითონვე წაიშლება ცოტახანში..მოკლედ დროა ერთი კარი დაიხუროს და მეორე გაიღოს..მოვიდა ამისი  დროც :)))გულიც აღარ მწყდება,მხოლოდ სიბრალული ესეც მალე გაქრება და რაც მის თAვს გამახსენებს ეს ურბალოდ ქუჩაში შემთხვევით თუ შემხვდება, ესეც ჩუმი ღიმილით ჩაივლის :)))რაშიც მინდოდა დავრწმუნდი, უფროსწორედ ამის დარწმუნებაში თვითონვე დამეხმარა:))ნივთებსაც რამეს მოვუხერხებ:)) ჩანაწერებს, ჩანახატებს და ტილოს  ვინმეს დავუტოვებდი თუ მეცოდინებოდა რომ როგორც ისტორიას ისე შეინახავდა :))))თუ არ ვცდები ვიცი ასეთი ადამიანი ვინაა:)))და კიდევ ბეჭედს ტაძარში დავტოვებ :)) მოკლედ გავნთავისუფლედები წარსულისგან ბოლომდე..მე ხომ ბევრი ახალი  რამე მაქვს კიდევ დასაწერი :)))))უფრო ლამაზი და ნაკლებად სევდიანი  ♥

Tuesday, March 6, 2012

You are..

გუშინ საღამოს ხელი მოაწერა და აღიარა  :) დოკუმენტს სადაც წერია ...."Coward I am ":) ზუსტად ამის მოსმენა მჭირდებოდა ახალი , სუფთა ფურცლის გადასაშლელად , სადაც არაფერი არ წერია.. ხოდა მეც მოვისმინე მისი უნებური თვით აღიარება, რომელსაც სისუსტე ქვია :)), რომელიც  იმპულსია ჩემთვის და კიდევ ერთი მიზეზი წინ სიარულისთვის უკან მოუხედავად :))) მალდობაც კი არ მომიხდია განთავისუფლებისთვის :))მე ხომ უკვე თავისუფალი ვარ..ცამდე :)))

Saturday, March 3, 2012

ყველა ქალის ოცნება :))))

დღეს ძალიან ლამაზი და საყვარელი დღეა :)))
ყველაზე წმინდა, რაც კი არსებობს :)) ყველა დედიკოს ვულოცავ ამ დღეს და განსაკუთრებით ჩემს დედიკოს :)) ძალიან მიყვარხარ, მალდობ ყველაფრისთვის:))) დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ :)))

Friday, March 2, 2012

The Big change

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მოვიფიქრე :)))
მოკლედ სულ იმას  ვამტკიცებდი, რომ მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი, ხალხი ყოველთვის რაღაცას ამბობს, კარგს აკეთებ თუ ცუდს მათი განსჯის საგანი ხარ.. და მაინც..სულ იმას ვიძახი რომ საკუთარი ცხოვრება ჩვენ უნდა წავმართოთ, რომ ერთფეროვნებას მრავალფეროვნება ჯობია და ა.შ...
           როცა დადგა პერიოდი ჩემს ცხვორებაში რომ ძველი ახლით შემეცვალა,მეც ვეთანხმებოდი ამ აზრს  ,მაგრამ მივხვდი რომ, ამ პერიოდის განამვლობაში , როდესაც მეგონა მაღლა მაღლა ავდიოდი  ისევ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებდი თურმე..ეს რატომ მოხდა, იმიტომ რომ ვეძებდი სიახლეს , მაგრამ ამავდოულად გავურბოდი :))) დღეიდან კი გადავწყვიტე ვისწავლო რისკი :))
      ვამბობ რომ მინდა სიახლე, მაგრამ გავურბივარ.. მაინც იმაზე ვფიქრობ ეს სხვას მოეწონება თუ არა ?! :)))ანუ რასაც ვამბობ იმის საპირისპიროს ვაკეთებ..,რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა დღეს გავაკეთებ, დღეიდან შევცვლი იმას რაც წარსულს ეხება თუნდაც და  ხელს მიშლის წინ წასვლაში.. :)))) მოკლედ..საკუთარ თავზე ვიწყებ მუშაობას :))) ცვლილება ნამდვილად საჭიროა და ვთვლი რომ ამაში ვერავინ დაგეხმარება იმაზე უკეთესად ვიდრე საკუთარი მე :)))მისურვეთ წარმატებები :*
P.s nothing venture nothing have.

Thursday, March 1, 2012

ჩამოვედი :))))მეორე დღეა..შთაბეჭდილებებით სავსე ვარ და ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ შესანიშნავი იყო :))) სურათებიდან კარგად ჩანს ეს :)))
























Thursday, February 23, 2012

ნახვამდის არა !!შეხვედრამდე :)))

აბა წავედი :)) კეთილი მგზავრობა საკუთარ თავს, მზიანი ამინდები და რავიცი :)) მინდა უკან დავრბუნდე სიცოცხლით სავსე :)) აღარ მინდა სიცარიელის სუნთქვა :)))მოკლედ დროებით..საერთოდ დამშვიდობება მეზიზღება, ასე მგონია რაღაც მთAვარდება, (თუმცა თუ ეს სიცარიელე დამთAვრდებოდა უარს არ ვიტყოდი "ნახვამდის" თქმაზე) :)))) აბა წავედი..უკან ვეცდები ბევრი სიხარული ჩამოვიტანო. :)))

Tuesday, February 21, 2012

შორს, სადაც ცას სულ სხვა ფერი აქვს..

მოკლედ ბევრი ლაპარაკის მერე გადაწყდა :)) მე და კადო მივდივართ ..ბილეთები ხელთ მაქვს :) და ველოდებით 24 თებერვლის 10:40წ  :)) ვისურვებდი კიდევ ერთი ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ერთად, თუმცა ასე გამოვიდა, ..ხოდა ძალინ მინდა გათენდეს პარასკევი  და წავიდეთ....ძალინ მჭირდება ეს. .სხვანაირად უნდა ავივსო, თორე აქ სიცარიელეს ვსუნთქავ..მოკლედ ერთი სული მაქვს ჩანთებით ხელში წავიდეთ, მალე..მალე...შორს, სადაც ცას სულ სხვა ფერი აქვს..

Friday, February 17, 2012

თებერვლის აღსარება

დღეს ჩემს მეგობარ ნივთებს მოვინახულებ...
სულ არაფერი პარკში მიცდიან მშვიდად..
მასმერე რაც ზეთის ფერები მე დამიტოვა..
ვაფერადებდი მინას..
თავს ვიტყუებდი ფერებთან..ვხატავ რა გინდათ?!
ფერებს ციხე მივუსაჯეთ გაუაზრებლად..
ოთახში კარების უკან..გვიცდიან მშვიდად...
ჩემს ვითომ ნათელ ოთახში ფანჯრის მხარეს მდგარ მაგიდაზე,
ფუნჯებს ფერები წყურიათ..მცივა..
მალინისფერი და ლურჯი იასამნისფერს ჰქმნიან..როგორ ვიმართლო თავი
საღებავებს ორი ხელის მაგივრად, ოთხი რომ ხსნიდა?!
ოცი წლის უმწეო ბავშვი ყველაფერში ხატვის გარდა..მე მაინც მცივა.
ვითომ ძლიერი ქალის ,უსახო გამომეტყველებას იასამნისფრად შევალამაზებ
იქნებ დავმალო მასში , რისი თქმაც მინდა..
პალიტრა ნაომარს ემსგავსება, მეომრების გარეშე
წყალიც არ ჭუჭყიანდება ფერების რეცხვით,ტირილი მინდა
ვითომ ტკივილის მაგივრად ბედნიერება ეწვეთება წამწამებიდან ბაგეებს..
მე ვსუნთქავ მშვიდად..
იქნებ გამომდის კიდეც ,ოღონდ, მისი მონაწილეობის გარეშე დინჯად...

Tuesday, February 14, 2012

Koop - Strange Love (OFFICIAL) HQ

ჩემი გასაჭირი

აივანი, სახლს რომ ღია თვალივით
უნდა ჰქონდეს, ბრმაა, ცემენტისაა,
არავითარ სივრცესთან არ მაკავშირებს,
თავგადაპარსულ ხეებთან,
ისედაც, დავკარგე საერთო ენა,
ვდგავარ და მტვერი მედება,
უპატრონო ნივთივით,
მოპირდაპირე აივანზე
ასეთივე მტვრიან მეზობელთან
კონტაქტს ვამყარებ:
- ჩემო არავინ! ინატრე თოვლი,
რომელიც მნიშვნელოვანს გაგხდის,
ან სიცხე, რომელიც გაგადნობს,
რასაც სიყვარულს დააბრალებ
და თანაგრძნობას დაიმსახურებ.
მე დავწერ ამის შესახებ,
მე მეხერხება სხვის გასაჭირზე წერა,
სხვის თოვლზე, სხვის სიცხეზე,
სხვის სიყვარულზე,
სხვის ღია თვალივით აივანზე
და ჩემსაზე, რომელიც ბრმაა…

რძეში დამალული მარწყვის ჟრუანტელი :))

       14 თებერვალი  ე.წ ვალენტინობა :)))დღეს ამ დღეს აღნიშნავენ და წყვილები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან..ანუ მათთვის განსაკუთრებული დღეა სიყვარულის გამოსახატად:)))მაგრამ ჩემთვისსაც განსაკუთრებული დღეა, თუნდაც იმიტომ რომ გავიღვიძე და ვგრძნობ გაზაფხული  რომ მოიპარება..ვგრძნობ მზის სხივები როგორ მათბობს დღითიდღე , როგორ ჩნდება ჩემს სახეზე ღიმილი  და როგორ ქრება ყველაფერი უფერული..ფერადდება ყველაფერი ჩემში "ყველა ფერით"..იცი რისი მსგავსია ეს ყოველივე?? გაზაფხულის ერთი მოღრუბლული საღამო, გაშავებული ცა, ჭექა-ქუხილი და წვიმა, რომელიც გგონია არასდროს გაჩერდება, ფიქრობ რომ გათენებისას ასანთის ღერებივით ეყრებადა, ყველაფერი მიწასთან გასწორებული , მაგრამ თენდება დღე, წამიერად იმ პატარა ჩიტუნასიც მშურს ზევით ცაში თავისუფლად რომ ნავარდობ და იქ ყველაფერი მისია..ჩემზე პატარაა მაგრამ, ჩემზე თავისუფალი,..ჩემს ოთახში შემოაღწია მზის ფერებმა , მე ვერვხედავ მარა ისინი მხედავენ, ჩემს გულშიც ფეხაკრეფით მოდიან, ყველაფერს აფერადებენ, ისე რომ არც მეკითხებიან ბედნიერებას შენ ეძებო? ..და დაიწყო ისევ ლამაზი დღე..მე ეს მიხარია რძეში დამალული მარწყვის ჟრუანტელი :))

Monday, February 13, 2012

Wedding

მოკლედ  თავიდან მეგონა, როგორც დავჯექი სკამზე წასვლამდე ასე ვიჯდებოდი, თუმცა შემდეგ ცოტა გავხალისდი და მგონი ბოლოს კამყოფილიც წამოვედი :)))




Tuesday, February 7, 2012

Like Crazy - Official Trailer [HD]

Patience

Holiday's plan 2012 (winter)

როგორც იქნა :)) ..დღეს, ბოლო გამოცდა მქონდა და არდადაგებიც დამეწყო ,ერთ თვიანიი..ბედნიერებისგან დაღლაც გადამავიწყდა...
      ოჰოოოო ისეთი საინტერესო არდადგები მელიის..დავიწყოთ იქიდან რომ ქორწილში მიწევს წასვლა და პატარძალი არ ემზადება იმდენს რამდენსაც მე :D  :D)))აი ასე, ამდენი წვალების შემდეგ ,დგებიან დღეები იგინი სანატრელნი :D:)))) P.s სურათებს აუცილებლად დავდეეებბ..

Tuesday, January 31, 2012

Winter's Holiday



ცოტაც და თბილისს დავტოვებ :))) .ექიმმა მითხრა გარემოს შეცვლა აუცილებელიაო, ხოდა მეც ველოდები  ჩემს ორ გამოცდას და მერე, ჩუქუ-ჩუქუთი ჰერი-ჰერიიი...სად? :))) ეს უკვე Secret-ია..მაგრამ მივდივარ მღვიმის სანახავად..ამდაგვარი საოცრება უნდა ვნახო იმ მღვიმეში..გარეთ კი დათოვლილი ყველა ფერიიიი....მაგრამ ამრტო ვერ წავალ..მინდა ვინმე მყავდეს გვერდით და ჯერ არც კი ვიცი ვინ წამოვა ჩემთან ერთად :(((მაგრამ ესეც მოგვარდება..მოკლედ ყველაფერი კარგად იქნებაოო..ასეა ეს)))))))