Friday, September 14, 2012

"ზღაპარი,თან რეალობა"

ეს იყო..საოცრება, საოცრებათა შორის:)რაღაც არაამქვეყნიური სამყარო..სიტყვები ნამდივლად ზედმედია,არც შეიძლება სიტყვებით ამის აღწერა..ეს იყო ზღაპარი რომელიც,დარბაზში ან ტელევიზორის წინ მჯდომმა კი არა, არამედ კულისებიდან ვნახე..ზღაპარი სიკეთეზე და ბოროტებაზე..ქართული რეალობა.."ვერის უბნის მელოდიები",მიუზიკლი..
თეატრი..
ემოცია რომელიც გითრევს და გითრევს....
შეგრძნება იმის რომ ვიპოვე ის რასაც ვეძებდი..
ყველა ტრიალებს ჩემს გარშემო..
ერთი ქრება,მეორე ჩნდება...
ჯარისკაცები, მრეცხავები, ორი პატარა გოგონა, ვარდო..
და სიყვარული რომელიც მათ აერთიანებს..
რა ახლოს ვარ თითოეულ გმირთან..მათ კოსტუმებთან..რომელიც,ზოგი ბოროტს ზოგი კეთილს განასახიერებდა..
    წამიერად თითქოს თავს კარგავ და შენც გინდა გაიქცე სცენაზე და ითამაშო ის, რაც ხარ..
"ჩემი რეალობა"..
ზღაპარი,რომელიც დაიწყო და  13დღე აქვს ვადის ამოწურვამდე:))
როგორ მინდა 13 რიცხვი"ცა-მეტი" ასე გაიშიფროს..იქნებ ზევით,ცაში გამიგრძელონ ეს ზღაპაერი,ისე როგორც ყოველთვის,ჩემში ცოცხლობდა.. რაღაც მსგავსი..
"ზღაპარი,თან რეალობა".


Saturday, September 8, 2012

ნაბიჯი__წინ

და  დადგა დღე იგი სანატრელი:))..არა არა,ჯერ არ  დამდგარა ეს დღე თუმცა გეზი  სწორად გვაქვს აღებული და წარმატებული ნაბიჯებით მივდივართ წინ..
მთელი  ორი  კვირაა,აქციებზე  ვმუშაობ..(არაპოლიტიკური რათქმაუნდა)
ხვალიდან  თეატრში  ვიწყებ  მუშაობას  კოსტუმებში..
ოოოო  ბევრი  ახალი  სახე,ბევრი  ლამაზი  კოსტიუმი:))და  ბევრი  ახალი  რამ...
მიხარია  მიხარია:)წარმატებები  ნინი..
P.s  სურვილი  ჩავუთქვი  ნიჯარას:)...
აი იქ ..ზუსტად იქ,სადაც ათასობით ხალხი მოძრაობს ყოველდღე და მისი არსებობის არავინ იცის:)

Saturday, September 1, 2012

Autumn

დღეს  პირველი  დღეა  შემოდგომის..
ძალიან  მიყვარს.
.შემოდგომის  ვარ:))
მალე  ჩემი  დაბი.დუბიც,მოდის..:)
აცივდა..
უკვე  იგრძნობა  დამახასიათებელი  სევდა  და  ნოსტალგია..:)
მაინც  მიყვარს..
ჩემია..
ვისურვებ  წარმატებული  დასაწყისი  ყოფილიყოს  ჩემთვის  და  ყველასთვის  ვინც  ეხლა  იწყებთ..(განურჩევლად  რას)

Wednesday, August 29, 2012

დრო მოვიდა

ღამეა..01:01..ლამაზ მელოდიას ვუსმენ,არც კი ვიცი რატო.. "სიყვარული რომ გაქრება.." :)  ვიგრძენი რაგაც ნაცნობი ,და ვერ გავიხსენე(არ მინდოდა  უფრო სწორია) და გადავფურცლე..
გადავფურცლე ეს უბრალოდ წარსულის თვალიერებისას:)
დიდი ხანია ვედზებ მიზეზს, და ვიპოვე..ვიპოვე ..პატარა მარცვალი..ხელისგულში და მე ის უნდა გავზარდო,ნაყოფი გამოიღოს ლამაზი:)
პ.ს   დამეხმარე ღმერთო გთხოვ:)ისე ,როგორც არასდროს..დამეხმარე რომ ავაშენო ღირსეულად..

Saturday, August 25, 2012

Good Life

დღეს რაღაც უცნაურად პოზიტიური დღეა..და საერთოდ ეს უახლოესი წარსული პოზიტივით არის გაჟღენთილი..მინდა ყველას ვისაც აკლია დღეს ეს,ვუთხრა რომ გაეცით,რაც შეიძლება მეტი სიყვარული  და ის აუცილებლად დაგიბღუნდებათ..ახალს არაფერს ვამბობ თუმცა დღეს მე ვგრძნობ რომ ვეღარ ვიტევ ერთბაშად ამდენ ემოციას..სიყვარულის დასარიგებლად მივდივარ

Thursday, August 23, 2012

"დადადა დააააააააამ..აი მეც აქ ვარ"  ^_^
არა,არც ეს გამამრთლებს, არც გრანდიოზული  ფეიერვერკი რომ მოვაწყო ..
დიიიიდი პაუზა გამომივიდა რაღაც..
მთელი ამბები გადამხდა სანამ მე აქ მოვაღწევდი და მეც დავრბუნდი..
როგორ მიხარია ჩემს კუთხეში დაბრუნება,ძალიან..
თუმცა დიდი ხნით დავტოვე აქაურობა ,ვაღიარებ..მარა მთავარია აქ ვარ..და
.და რომ ძალიან მომენატრეეე ჩემო კუთხევ..
და რომ შენთვის ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი
და რომ ცხოვრებას ცოტა გავუშინაურდი
და მე დღეს ვიღიმი
და რომ მე გავიზარდე..

Tuesday, May 1, 2012

მოკლედ ეს იყო ერთი ჩვეულუელბრივი (არაჩვეულებრივი დღე))

My first photosession


28.04.12..
დავალება-გადამეღო 20 ფოტო..
ადგილი- დასავლეთისკენ მიმავალ რკინიგზასთან არსებული, ერთი მიტოვებული ვაგონი )))

მიზანი-ყოველშემნთხვევაში გაამართლა და აღარ გავაგრძელებ..




















მოკლედ ეს იყო ერთი ჩვეულუელბრივი (არაჩვეულებრივი დღე)) 
და ბოლოს ჩვენ-შემოქმედებითი ჯგუფი

Tuesday, April 24, 2012

მმმ მოკლედ ბლოგს მოწყენილობა,უჩემობა დაეტყო..ვეღარ ვახერხებ აქ წერას და თითქოს თავს ვიმართლებ დროის უქონლობის გამო,თუმცა ალბათ დასაწერი არც არაფერი მქონდა რა ))არც ეხლა მაქვს ბევრი არაფერი სათქმელი..
                   თითქოს რაღაც იცვლება,დრო გადის მაგრამ რაღაც მაინც ბოლომდე არ მავსებს )))ადრე მინდოდა დრო მალე გასულიყო,მეგონა ალაბთ ამით რაღაცას დავინახავდი ,რაც ამავსებდა..ეხლა აღარც ეს მინდა ))
                  რაღაც უცნაურია ყველაფერი..არ ვიცი რა გრძნობაა..თითქოს თვალები ახვეული გაქვს და ხელის ცეცებით ცდილობ მის პოვნას, ეძებ  ეძებ ,რაღაც დაუსრულებლად, წამიერად ჩერდები გგონია იპოვნე და ხვდები , რომ სხვაა..არა ის..დავიღალე ამ ახვეული თვალებით..მაგრამ მეტი რა გზაა..დავიღალე ..ალბათ ვეძებ არ არსებულს..ან იქნებ არსებობს კიდეც, თვითონაც თვალებ ახვეული,ხელის ცეცებით  ეძებს ჩემსავით მე :)))
    მაგრამ ეს არის "იქნებ"..და ცხოვრებაში ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა გვაძლევს, პატარა ბიძგსს წინ სიარულისთვის ))))რაღაც ან ვიღაცისთვის..

Thursday, March 15, 2012

მე თქვენ მიხარიხართ :)))

 
  ჩემი ცხოვრება დღეს დღეითობით, ძალინ საინტერესოდ მიდის..სიახლე ისაა, რომ ფოტოგრაფიის სწავლა დავიწყე  და დღეს  გადავიწყვეიტე, ამ ყველაფერთან ერთად ძველ პროფესიას დავუბრუნდე.. ..
   დაიწყებენ ლაპარაკს : -არქიტექტორიო,მხატვარიო,დიზაინერიო , ახლა კიდევ ფოტოგრაფი თუ გამოვიდაო და კიდევ ცეკვა მომინდა ისევ, მოკლედ ამ ბავშვს რა უნდაო იტყვიან  ...პროფესიებს კოლექციასავით ვაგროვებ ,ნეტა სადამდე ავალ?!  საინტერესოა ^_^ მე უბრალოდ ვეძებ ჩემს თავს...
 რაღაც საიდუმლო მაქვს :X:X: ამ ბოლო დროს დავინახე ის ვისაც ადრე ვერ ვხედავდი :)))ჩშშშშშშ..არ გამიგონ ^_^
და პირიქით ვისაც ადრე ვხედავდი დღეს ვეღარ ვხედავ, ბედნიერი ვარ ამით :)))))))
P.s  მე თქვენ მიხარიხართ :)))

Wednesday, March 14, 2012

Jason Mraz - I Won't Give Up [Official Music Video]

ეს მელოდია ჩემი ქვეცნობიერის იდენტურია :)))  ნათელია ყველაფერი.. ^ - ^

როდესაც ყველაფერი 180 გრადუსით შემობრუნდება :))))

დიდი ხანია ველდოებოდი ამ გრძნობას  და როგორც იქნა ^_^ ასე მგონია გავიღვიძე და ღამის კოშმარიც დამთავრდა..ცხოვრება ისევ  ჩვეულ რიტმშია :))) აღარ მტკივა,თითქოს არც არაფერი ყოფილა..რა უცბად გაქრა ყველაფერი..მე კი ეს შეუძლებელი მეგონა..ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ..ფრენა მინდა,ახლა მხოლოდ ფრენა მინდა...

Friday, March 9, 2012

looked like a Jazz :))) Adieu :)))

ხვალ გასაკუთრებული დღე მაქვს :))) დიდი ხნის უნახავი ჩემი გურამი დ უნდა ვნახო :))თვიდან ბოლომდე სიყვარულია, მეტს არაფერს ასხივებს :)))მერე სიონშიც გავივლი, დიდი ხანია არ ვყოფილვარ, არც სანთელი დამინთია საფლავთან წესსისამებრ და მისი მფარველობა მითხოვია,რომ დაიცვას  :))თუმცა ამას გულში ღმერთს ყოველდღე ვთხოვ.ხვალ განსაკუთრებული მიზეზი მაქვს,უკვე ნამდვილად ვიცი, წარსულში არაფერი დამრჩენია,რაც მინდოდა გავიგე,წასაშლელი უკვე გაიცრიცა და თვითონვე წაიშლება ცოტახანში..მოკლედ დროა ერთი კარი დაიხუროს და მეორე გაიღოს..მოვიდა ამისი  დროც :)))გულიც აღარ მწყდება,მხოლოდ სიბრალული ესეც მალე გაქრება და რაც მის თAვს გამახსენებს ეს ურბალოდ ქუჩაში შემთხვევით თუ შემხვდება, ესეც ჩუმი ღიმილით ჩაივლის :)))რაშიც მინდოდა დავრწმუნდი, უფროსწორედ ამის დარწმუნებაში თვითონვე დამეხმარა:))ნივთებსაც რამეს მოვუხერხებ:)) ჩანაწერებს, ჩანახატებს და ტილოს  ვინმეს დავუტოვებდი თუ მეცოდინებოდა რომ როგორც ისტორიას ისე შეინახავდა :))))თუ არ ვცდები ვიცი ასეთი ადამიანი ვინაა:)))და კიდევ ბეჭედს ტაძარში დავტოვებ :)) მოკლედ გავნთავისუფლედები წარსულისგან ბოლომდე..მე ხომ ბევრი ახალი  რამე მაქვს კიდევ დასაწერი :)))))უფრო ლამაზი და ნაკლებად სევდიანი  

Tuesday, March 6, 2012

You are..

გუშინ საღამოს ხელი მოაწერა და აღიარა  :) დოკუმენტს სადაც წერია ...."Coward I am ":) ზუსტად ამის მოსმენა მჭირდებოდა ახალი , სუფთა ფურცლის გადასაშლელად , სადაც არაფერი არ წერია.. ხოდა მეც მოვისმინე მისი უნებური თვით აღიარება, რომელსაც სისუსტე ქვია :)), რომელიც  იმპულსია ჩემთვის და კიდევ ერთი მიზეზი წინ სიარულისთვის უკან მოუხედავად :))) მალდობაც კი არ მომიხდია განთავისუფლებისთვის :))მე ხომ უკვე თავისუფალი ვარ..ცამდე :)))

Saturday, March 3, 2012

ყველა ქალის ოცნება :))))

დღეს ძალიან ლამაზი და საყვარელი დღეა :)))
ყველაზე წმინდა, რაც კი არსებობს :)) ყველა დედიკოს ვულოცავ ამ დღეს და განსაკუთრებით ჩემს დედიკოს :)) ძალიან მიყვარხარ, მალდობ ყველაფრისთვის:))) დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ :)))

Friday, March 2, 2012

The Big change

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მოვიფიქრე :)))
მოკლედ სულ იმას  ვამტკიცებდი, რომ მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი, ხალხი ყოველთვის რაღაცას ამბობს, კარგს აკეთებ თუ ცუდს მათი განსჯის საგანი ხარ.. და მაინც..სულ იმას ვიძახი რომ საკუთარი ცხოვრება ჩვენ უნდა წავმართოთ, რომ ერთფეროვნებას მრავალფეროვნება ჯობია და ა.შ...
           როცა დადგა პერიოდი ჩემს ცხვორებაში რომ ძველი ახლით შემეცვალა,მეც ვეთანხმებოდი ამ აზრს  ,მაგრამ მივხვდი რომ, ამ პერიოდის განამვლობაში , როდესაც მეგონა მაღლა მაღლა ავდიოდი  ისევ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებდი თურმე..ეს რატომ მოხდა, იმიტომ რომ ვეძებდი სიახლეს , მაგრამ ამავდოულად გავურბოდი :))) დღეიდან კი გადავწყვიტე ვისწავლო რისკი :))
      ვამბობ რომ მინდა სიახლე, მაგრამ გავურბივარ.. მაინც იმაზე ვფიქრობ ეს სხვას მოეწონება თუ არა ?! :)))ანუ რასაც ვამბობ იმის საპირისპიროს ვაკეთებ..,რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა დღეს გავაკეთებ, დღეიდან შევცვლი იმას რაც წარსულს ეხება თუნდაც და  ხელს მიშლის წინ წასვლაში.. :)))) მოკლედ..საკუთარ თავზე ვიწყებ მუშაობას :))) ცვლილება ნამდვილად საჭიროა და ვთვლი რომ ამაში ვერავინ დაგეხმარება იმაზე უკეთესად ვიდრე საკუთარი მე :)))მისურვეთ წარმატებები :*
P.s nothing venture nothing have.