Friday, March 22, 2013

        ნამუნააა:))) მომენატრა აქ წერა, ისეთი გადატვირთული ვარ საკუთარი თავის განსატვირთადაც ვეღარ მოვიცალე:((..მოკლედ უკვე 22 მარტია. 00:17 და ეხლა როცა ძლივს დავამთავრე მუშაობა ბანერზე, აქ შემორბენაც გადავწყვიტე:))
 მოკლედ ჩემი ვირტუალური დღიურია:)) ისეთი ემოციური აღარ დასაწყისში, რომ იყო თუმცა ალბათ ეს ემოციაც მალე მოვა სად წავა^^.. 
         ახალი და კარგი ისაა რომ 3 დღით თბილისიდან გაღწევა მოვახერხე დასავლეთში, სტალაქტიდები მოვინახულე  ^^ "პრომეთეს მღვიმე".სასწაული იყო..ნოუ კომენტ! ნუ..
       შემდეგ ისევ დავუბრუნდი რეალობას და საშინელი რეჟიმით დავდვივარ წინ და უკან ტუმცა მე როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი მჯერა, რომ დამიფასდება ^_^
          ჩემი შესვენება მეტროთი მგზავრობისას, წიგნის კითხვაა.ან ერთი საქმიდან მეორეზე წასვლისას გზაში აქეთ-იქით ღიმილიანი სახით ყველაფრის თვალიერება:D
    რამდენი ადამიანი მხვდება ყოველ დღე. 
  რამდენი:)) და დროგამოშვებით ამდენ სახეში, აღმოაჩენ განსხვავებულს,
თიერი ღიმილით მთავარდება ეს კონტაქტი თუმცა, მათი პოზიტივი დიდხანს მყვება თან და ვგრძნობ რომ ეს სტიმულია ჩემი ერთგვარი.. 
მაგალითად დღესაც,ვიტრინის მეორე მხარეს კაფეში მომღიმარი სახე მიყურებდა, მერე მეც გავიღიმე და გამყვა მთელი დღე..ვცდილობ განვმუხტო დაძაბულობა ჩემს გარშემოც და ჩემშიც. 
პ.ს. აი ემ ჰეფი..და სუნ ა'ლ ბი მორ ჰეფი..ვენ აი ფაინდ სუნ





Thursday, January 24, 2013

24 იანვარი:))
მოკლედ რომ ვთქვათ..
გავაცილე 2012 წელი,მადლობაც მოვუხადე განვლილისთვის,2013 წელსაც იგივე ოპტიმისტური განწყობით დავხვდი,როგორი განწყობაც აქამდე მქონდა ყოველი ახალი-წლის დადგომამდე:)))





ბევრი სასიამოვნო შემთხვევაც გადამხდა,ბაკურიანშიც ავღნიშნეთ 14 იანვარი.გასაკვირია მარა 20 წუთში თხილამურებზე თავისუფლად ვიდექი და ვსრიალებდი მარტო..
ცუდათ გახდომაც მოვასწარი და ლოგინში სიცხიანმა წოლაც..
ერთი სიტყვით ისევ ის ვარ ვინც აქამდე ვიყავი..
გაზრდილი, შეცვლილი (ზოგჯერ საკუთარი თავის მეც მიკვირს,ჩემი ქმედებების)მარა ყველაფერს თავისი დრო აქვსო, ტყულად არ უთქვამთ.
ჩვეულ რეჟიმში მიდის ყველაფერი..
ჩნდებიან ქრებიან ადამიანები.
ჩემი ქვეცნობიერი ისევ გამუდმებით,რაღაც ნაწილის ძიებაშია,რასაც მე პირადად "სიცოცხლის ელექსირს" ვეძახი..ვიპოვით,მივაგნებთ თავის დროს.
გამოცდებს 4 თებერვალს ვამთავრებ და შემდეგ გავიქცევი აქედან,ისევ მატარებლის ბორბლების ხმა რელსებზე,ფანჯარასთან ჯდომა და მოლოდინი როდის ამოვისუნთქებ:)))სხვისთვის ეს ჩვეული მოვლენაა, როგორც ყოველდღიურად ჭამა-სმა..მაგრამ მე მაბედნიერებს ეს მოლოდინიც და ის ემოციაც რაც მას მოყვება..:)))

Tuesday, December 4, 2012

ჩემი დაბი-დუბი

უკვე 21 წლის..
23 ნოემბერს  "0", "1"-ით შეიცვალა,მაგრამ  დიდად  არ მაფრთხობს,მე ეს ერთიანი,როგორც სხვებს.
22 ნოემბერს  ჯგუფელები  დამხვდნენ,  ტირამისუს  გემრიელობანა  ტორტით  და  მართლა  გაოცებული,დამტოვეს..
23.11.12
ძალიან  სახალისო  დღე გამოვიდა..
სპონტანურად განვითარდა,ყველაფერი..
მოკლედ მთელი  თბილისის მაშტაბით, ნემსის ჩასავარდნი  არდგილი არიყო არსად..ბოლოს   "Marcco-Polo" შეგვრჩა ხელთ..
სურვილის  ჩაფიქრებისა  და  სანთლების  ჩაქრობის,  შემდეგი  გაჩერება "Caffe-galery"  იყო..მოკლედ  არც, მეგონა ბოლოს  ასეთი  ლამაზი ,რომ  გამოვიდოდა,თუ  იმას  გავითვალისწინებ,ეს  დღე  თავიდანბოლომდე  "სპონტანური"  იყო..
პ.ს.  მთელ  დედამიწაზე  არავის  არასდროს  ქონია  ისეთი  ტორტი  მე,  რომ  მქონდა..:)

სეკრეტ!!!













სეკრეტ!!!

Tuesday, November 20, 2012

Confused & Happy:)

21 ნოემბერი:)11:26..
სულ რაღაც 36საათში 21 წლის ვხდები..
რატომღაც ძალინ განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს..
გვინობამდე  "ტრიუმფალური თაღის" კითხვამ შემიყოლია და ერთი საათის გაღვიძებულმა, მივაჭერი კომპიუტერს, ჩაით და კარაქიანი პურით ხელში,ქლიავის მურაბა ზედ..
სათ-ნახევარში გამოცდა მეწყება და სრულებითაც არ ვღელავ, რაღAც მიხარია და მეთვითონაც არ ვიცი ზუსტად რა?!
არცაა  საჭირო  ვეძიო  ამისთვის ასხსნაგანმარტება.
 ამით უფერულდება კიდეც,დარჩეს ისევ ინკოგნიტოდ ჩემთვისაც..
მთავარი ისაა რომ ნოემბერია, მე ვარ და ჩემს გარშემო ხალხი,რომელიც მავსებს..
მეც ვცდილობ,მათთვის ხურდის დაბრუნებას:)
P.s მსგავსი არაფერი მიგრძვნია..

Wednesday, November 7, 2012

Wierd feeling

29-01
29-02
29-03-
29-04
29-05
29-06
07..
ყველაფერი შეიცვალა..
დღიურიც..
თარიღიც..
მხოლოდ..
მე ისევ მე ვარ და ისევ შემოდგომაა..
უცნაური შეგრძნება მაქვს..
არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი..
არ ვიცი..
რაღაც,სასიამოვნო,უცხო,უცნაური და თან ამავდროულად ..
დამნ!!
რომ ამბობ და ვერც ამბობ..
სისულეელეებს ვბოდიალობ, უაბრლოდ აღიარება არ მიდნა რომ
შემაშინა,..
ასე ახლოს მისვლამ..
ხო  მეთვითონ ვართულებ ((..
ყველაფერს ჯობს ვთქვა: - უბრალოდ მე მეჩვენება!!

Thursday, November 1, 2012

სულელი ვარ:)სულელი..
კიდე თუ შეიზლება რამე ეწოდოს ჩემს"მე"-ს:))))
სად მოვასწარი:)))
მეთვითონაც მიკვირს.. ისეთი სენი
სენი შემეყარა..რაღაც გაფორიაქებს,ფიქრების ჯარი,
მოუსვენრობა,უაზრო ღიმილი სახეზე,კბილებით ტუჩების დაჭერა,რომ ღიმილი დაფარო(ან ხელი თუ დაკავებული არ მაქვს,უფრო უკეთესი:)..
და ამ დროს გავლელ-გამოვლელს გიჟი გონიხარ:)))
უცბად ცდილობ ჩვეული მიმიკა მოირგო სახეზე და მერე ამაზე გეცინება,ძლივს გაიღიმე და მათი გულისთვის ისევ სიყალბეს იკეთებ?!:)რა გეშველება ნინო იოსელიანო?!გამოუსწორებელი ხარ:)