დღეს 31 აგვისტოა. ბოლო დღეა ზაფხულის..გული არ მწყდება პირიქით..გუშინ ისევ ვიყავი კარსონასთან სახელოსნოში დათუჩა და ბავშვები ვნახე.მომავალზე ხატავენ ნახატს.კონკურსია რაღაც :) ძალიან მომენატრა მათთან ყოფნა..რას აღარ მივცემდი ოღონდ ისევ მათთან ერთად ვხატავდე..ისეთი მხიარულები და თბილები არიან..დათუჩა განსაკუთრებით..სულ თბილად მექცევა.როცა მკითხა ახალი ნამუშევრები ხომ არაფერი გაქვსო - არა მეთქი ვუპასუხე და მეჩხუბა.რა მექნა ?! მეშინოდა რო ვერ დავხატავდი.ძალიან მეჩხუბა..უნდა დახატო ხატვას თავი არ დაანებოო. იცოდე თუ დამჭირდა ყოველდღე დაგირეკავ და შეგახსენებო..მერე ისიც მითხრა ერთად დავხატოთ არ გინდაო?: )არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა.
არ მინდოდა წყენოდა რამე ჩემს გამო და დავთანხმდი.თუმცა არ ვიცი როგორ უნდა ვხატო მასთან ერთად..ძნელია, გამიჭირდება ალაბთ..რაღაც იდეა დაებადა გამოფენასთან დაკავშირებით, ჩემი დიდი ხნის სურვილია უკვე ოცნებად მექცა ,თუმცა იმას ვერ წარმოვიდგენდი რომ დათუჩასთან ერთად შეიძლება ნახატები გამოვფინო..ძალიან ირონისტია ეს ცხვორება ცინიკოსია ცინიკოსი,ყოველთვის ასე დამცინის და ცინიკურად მექცევა..მაგრამ რაც არის არის.
თავს ძალას დავატან..რასაც ვგრძნობ იმას დავხატავ..სრულიად სისულელეც რომ იყოს მაინც დავხატავ..ძველებურად მინდა დავხატო...აი ისე ის ფერები რომ მშლიდა ჭკუიდან..მაგრამ ვიცი ვ არაა ადვილი, მეშინია საკუთარ მესთან ისევ შეჯახება..მაგრამ დავხატავ!!
No comments:
Post a Comment
:**