If it means nothing to you Why have you made .. Why do you sing with me at all?
1².¹¹.º9 miss this day endlessly ეს ჩემი ოცნების სახლია და არა მხოლოდ ჩემი..
1².¹¹.º9 :)..ეს თარიღი ჩემთვის ბევრს,ძალიან ბევრს ნიშნავსJ დიახ!!!..ჩვენ დავხატეთ სამყარო,რომელშიც ყველა ბედნიერი იქნებოდა..ხიდი,რომელიც ჩვენს რეალურ სამყაროს აკავშირებს ოცნებებთან..აქ ყველაფერი თითქოს პრიმიტიულია,მაგრამ იდუმალი..დღეს ოქტომბრის ბოლო დღეა,31 ოქტომბერია და მალე ერთი წელი შესრულდება..ძალიან მინდოდა 12 ნოემბერს გიორგისთან მივსულიყავით და ისევ დაგვეხატა ერთად მე,დაჩის და გიორგის თუმცა..თუმცა , დრო შენ არ გეკითხება არაფერს..ის თვითონ ქმნის წესებს და მას უნდა დაემარჩილო.გასწავლის ტკივილთან ერთად ცხოვრებას..ნელნელა ვიზრდებით და ჩვენთან ერთად იზრდება ტკივილიც და სიხარუილც..მაგრამ,ზოგჯერ თუნდაც წვიმიან ამინდში,სახლში მყოფი,ან ხატვისას ტილოზე ფერის დადების დროს,იგრძნობ წამიერად რაღაც უცხოს და ამავდროულად ნაცნობს,გულში ჩაგეღვრება თბილი ნაღველი და ჩუმად შენთვის შეუმჩნევლად ჩაგეღიმება.. შენს თვალწინ ნაცნობი კადრები გამეორდება და გრძნობ იგივეს,ტკივილს,სიხარულს..ტკივილს,როემლშიც რაღაც ლამაზი და სასიამოვნოა..სიხარულს,რომელსაც ცაში აყავხარ,თითქოს ფრთები შეგასხაო..ლამაზია არა?!მაგრამ ბოლოს ვიღაც,ან რაღაც გაბრუნებს ისევ რეალობაში და აგრძელებ ცხოვრებას იქიდან,სადაც ბოლოს ჩაფიქრდი..ეს მთელი ცხოვრება ასე გრძელდება ..მოგონებები იზრდება და თავს გვახსენებენ ხან როდის ,ხან როდის ..
მეც მოგონებებმა გამიტაცა წამიერად,სადღაც ცაშიც ამიყვანა,მაგრძნობინა ნაცნობი სიხარული და ტკივილი..გადაირბინა თითქოს მთელმა წარსულმა ჩემს თვალწინ და ახლა,დროა მოგონებებს დროებით გამოვემშვიდობო..თუმცა ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან..სევდიანია ალბათ არა?..შეიძლება,მაგრამ ჩემთვის სევდაშიც სილამაზეა..
ავტორი: ნ.იოსელიანი
ავტორი: ნ.იოსელიანი
No comments:
Post a Comment
:**