Sunday, February 20, 2011

იყო და არა იყო რა..იყავი შენ

იყო და არა იყო რა..იყო ერთი პატარა ბიჭი,ცხოვრობდა ერთ ოჯახში..ის არ ჰგავდა სხვებს..ჰქონდა თბილი,კეთილი გული და ლამაზი სული....ყოველთვის ეძებდა რაღაცას ოღონდ არ იცოდა რას.ერთხელაც, როდესაც გაიზარდა..მოულოდნელად იპოვა ის რასაც მთელი მისი ცხოვრების განამვლობაში ეძიებდა,ეს იყო ბედნიერება.გაიცნო ბედნიერება და დამეგობრდნენ,შემდეგ სიყვარულიც და გახდნენნ საუკეთესო მეგობრები,არასდროს შურდათ ერთმანეთის.ბედნიერებამ ერთხელ საჩუქარი აჩუქა,ფუნჯი და პალიტრა სიყვარულმა კი ფერები რომ თავისი ცხოვრება ლამაზ ფერებად მოეხატა,იხატებოდა და იხატებოდა მისი ცხოვრება ლამაზი ფერებით.შემდეგ უკვე თვითონაც ხატავდა,ლამაზი ფერები გარს დასტრიალებდნენ პეპლებივით..გადიოდა დრო ასე და როდესაც მისი ცხოვრება სიყვარულის ფერებმა დაფარა ბოროტმა ჯადოქარმა მოინდომა სიყვარულის და ბედნიერების გალიაში გამოკეტვა,უკრძალავდა ბიჭს მათთან მეგობრობას,რადგან მთელი დედამიწა ბიჭის სიყვარულით იფერებოდა.გადიოდა დრო..ჩავიდა მზე,გაქრა ცისარტყელა,იტირა ცამ..ბიჭს ენატრებოდა მათთან ერთად თამაში და ხატვა,ისინი ხომ გალიაში იყვნენ გამოკეტილლები და აკრძალული ჰქონდა მათთან ურთიერთობა..გადიოდა დრო ახალი მეგობარი გაიცნო სახელად სევდა მაგრამ მასთან სულ მოწყენილი იყო..ყოველ ღამე ცაზე ვარსკვლავებს უყურებდა და ნატრობდა გათენებულიყო დღე როცა ისევ ერთად იქნებოდნენ..ყოველ დღე თითქოს და მიდიოდა მათ განსათავისუფლებლად მაგრამ ბოროტი ჯადოქარი ახსენდებოდა,მას ვერ გაუბედავდა ვერაფერს,თან რცხვენოდა მეგობრებს რომ უღალატა და ვერ ეხმარებოდა....ასეა დღემდე ეს ზღაპარი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს რომ კეთილი დასასრული ექნება რადგან,ჯერ სიბოროტეს სიკეთეზე არასდროს გაუმარჯვია..არ დაგავიწყდეთ სიყვარული იმისაა რომ აპატიოს და ბედნიერება რომ უყვარდეს..ამ ზღაპრის ბოლოს კი ცხოვრებას მივანდებ.ვისურვებდი ამ ბიჭს ცოდნოდა რომ გალიაში მყოფი ბედნიერება და სიყვარული ელოდებიან მხოლოდ მას..ალბათ ისინი ისევ ერთად მოხატავენ ლამაზი ფერებით ამ სამყაროს