24 იანვარი:))
მოკლედ რომ ვთქვათ..
გავაცილე 2012 წელი,მადლობაც მოვუხადე განვლილისთვის,2013 წელსაც იგივე ოპტიმისტური განწყობით დავხვდი,როგორი განწყობაც აქამდე მქონდა ყოველი ახალი-წლის დადგომამდე:)))
ბევრი სასიამოვნო შემთხვევაც გადამხდა,ბაკურიანშიც ავღნიშნეთ 14 იანვარი.გასაკვირია მარა 20 წუთში თხილამურებზე თავისუფლად ვიდექი და ვსრიალებდი მარტო..
ცუდათ გახდომაც მოვასწარი და ლოგინში სიცხიანმა წოლაც..
ერთი სიტყვით ისევ ის ვარ ვინც აქამდე ვიყავი..
გაზრდილი, შეცვლილი (ზოგჯერ საკუთარი თავის მეც მიკვირს,ჩემი ქმედებების)მარა ყველაფერს თავისი დრო აქვსო, ტყულად არ უთქვამთ.
ჩვეულ რეჟიმში მიდის ყველაფერი..
ჩნდებიან ქრებიან ადამიანები.
ჩემი ქვეცნობიერი ისევ გამუდმებით,რაღაც ნაწილის ძიებაშია,რასაც მე პირადად "სიცოცხლის ელექსირს" ვეძახი..ვიპოვით,მივაგნებთ თავის დროს.
გამოცდებს 4 თებერვალს ვამთავრებ და შემდეგ გავიქცევი აქედან,ისევ მატარებლის ბორბლების ხმა რელსებზე,ფანჯარასთან ჯდომა და მოლოდინი როდის ამოვისუნთქებ:)))სხვისთვის ეს ჩვეული მოვლენაა, როგორც ყოველდღიურად ჭამა-სმა..მაგრამ მე მაბედნიერებს ეს მოლოდინიც და ის ემოციაც რაც მას მოყვება..:)))