Wednesday, July 13, 2011

Patrick Watson - Luscious Life

:


ვგრძნობ: არაფერს… ესეიგი მაინც ვგრძნობ … რაღაცას ანუ არა-ფერს… რაღაცას… უბრალოდ – უფერულს.
მშია: თითქმის არასდროს მაგრამ როცა მშია ყოველთვის ვჭამ .
მწყურია: ყველაფერი. ალკოჰოლური სასმელი-ყოველთვის . წყალი-ისე როგორც ყველას.
მეშინია: დაკარგვის- საკუთარის და სხვისი თავების…. წყლის.სიკვდილის.
არ მეშინია-სხვა დანარჩენის გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა რისიც მეშინია.
ჩემითვის ყველაფერი იწყება : ღიმილით.
ყველაფერი მთავრდება …. მმმ… არა არაფერი არ მთავრდება …. ერთმა ჩემიანმა მითხრა ყველაფერი ენერგია არისო … ხოდა მარტივი ფიზიკა: ენერგია არ იკარგება უბრალოდ ერთი მდგომარეობიდან გადადის მეორეში .
პატივს ვცემ: გიჟებს, ლოთებს. ბომჟებს, პოეტებს, განათლებულ, ფერად, არა-ნაღებ-ინარ საზოგადოებას.
ვწერ: ლექსებს, ჩანახატებს, მესიჯებს, იშვიათად (ლექციებზე კონსპექტებს)
ვმღერი: გულში, აბაზანაში, ქუჩაში …. ყველგან სადაც მემღერება (ნამუსიც მაქვს და სმენაც)
ვცეკვავ: 1-2 ჭიქის შემდეგ (ნამუსი ამ დროს თვალს ხუჭავს, ჩემს ანცობაზე … იცის როგორ მიყვარს რითმები… :) )
ვიღებ ფოტოებს: არ ვარ ფოტოგრაფი უბრალოდ გულს უხარია აპარატის ჩხაკუნი და ფოტოშოპში ჩემით ნასწავლი რაღაცების კეთება.
უნარი მაქვს აბსოლიტურად ყველას წუწუნის მოსმენის (ხანდახან ბოდვაში რომ გადადის ისეთისაც კი).
არ მიყვარს უაზრო და გაუთავებელი კითხვები.
ამჟამად ვარ: სტუდენტი, შვილი, და, მამიდა, მული, ძმიშვილი,დიშვილი, მეზობელი, ნაცნობი, კარგი მეგობარი, ინტენეტის აქტიური მომხმარებელი, ვიღაცისთვის გული, ვიღაცისთვის ნული… და ა.შ. :)

No comments:

Post a Comment

:**