Monday, October 17, 2011

ავიკვიატე წყალი კოპლებით..

ავიკვიატე რომ რაღაცას ნიშნავს!!! არა და ვერ ვხვდები რას,მაგრამ ვიცი რომ უბრალოდ არაფერი არ ხდება..რაღაცას ნიშნავს !!! ავიკვიატე ეს სამი დღეა უცნაური გრძნობით დავდივარ.. დამესიზმრა ვითომ წყალს ვეთამაშებოდი, წკრიალა წყალში ვარდისფერ წვეთებს ვაწვეთებდი,ზედაპირზე რჩებოდნენ მრგვალი ბურთულებივით..წყალი კოპლებით..
ხელში ნივთი მეჭირა მაგრად ვუჭერდი და ვარდისფერი კოპლები ჩნდებოდნენ ..მერე ბევრი ლამაზი ფერადი ბურთულები დამესიზმრა, მუქი ლუჯი ზღვა, მზე..მოკლედ ბედნიერებას ვგრძნობდი...ბოლოს მაშინ გამომეღვიძა, როდესაც უკნიდან ჩუმად მომეპარა და თბილად ჩამეხუტა..:)და გამომეღვიძა კიდეც..თვალებს ვხუჭავდი და ვიხსენებდი მინდოდა ისევე მძაფრად განმეცადა სიზმარში ჩახუტება..მთელი სამი დღეა თვალებს ვხუჭავ და იმ კადრს ვიხსენებ..თავიდან არ ამომდის..ნერვები მეშლება..სისულელებზე ვფიქრობ :((ერთი წელიც გავიდა თითქმის..გავიდა,გამექცა თუ გავექეცი..არ ვიცი!.. არა გამოსასწორებელი ვარ

No comments:

Post a Comment

:**