Thursday, March 15, 2012

მე თქვენ მიხარიხართ :)))

 
  ჩემი ცხოვრება დღეს დღეითობით, ძალინ საინტერესოდ მიდის..სიახლე ისაა, რომ ფოტოგრაფიის სწავლა დავიწყე  და დღეს  გადავიწყვეიტე, ამ ყველაფერთან ერთად ძველ პროფესიას დავუბრუნდე.. ..
   დაიწყებენ ლაპარაკს : -არქიტექტორიო,მხატვარიო,დიზაინერიო , ახლა კიდევ ფოტოგრაფი თუ გამოვიდაო და კიდევ ცეკვა მომინდა ისევ, მოკლედ ამ ბავშვს რა უნდაო იტყვიან  ...პროფესიებს კოლექციასავით ვაგროვებ ,ნეტა სადამდე ავალ?!  საინტერესოა ^_^ მე უბრალოდ ვეძებ ჩემს თავს...
 რაღაც საიდუმლო მაქვს :X:X: ამ ბოლო დროს დავინახე ის ვისაც ადრე ვერ ვხედავდი :)))ჩშშშშშშ..არ გამიგონ ^_^
და პირიქით ვისაც ადრე ვხედავდი დღეს ვეღარ ვხედავ, ბედნიერი ვარ ამით :)))))))
P.s  მე თქვენ მიხარიხართ :)))

Wednesday, March 14, 2012

Jason Mraz - I Won't Give Up [Official Music Video]

ეს მელოდია ჩემი ქვეცნობიერის იდენტურია :)))  ნათელია ყველაფერი.. ^ - ^

როდესაც ყველაფერი 180 გრადუსით შემობრუნდება :))))

დიდი ხანია ველდოებოდი ამ გრძნობას  და როგორც იქნა ^_^ ასე მგონია გავიღვიძე და ღამის კოშმარიც დამთავრდა..ცხოვრება ისევ  ჩვეულ რიტმშია :))) აღარ მტკივა,თითქოს არც არაფერი ყოფილა..რა უცბად გაქრა ყველაფერი..მე კი ეს შეუძლებელი მეგონა..ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ..ფრენა მინდა,ახლა მხოლოდ ფრენა მინდა...

Friday, March 9, 2012

looked like a Jazz :))) Adieu :)))

ხვალ გასაკუთრებული დღე მაქვს :))) დიდი ხნის უნახავი ჩემი გურამი დ უნდა ვნახო :))თვიდან ბოლომდე სიყვარულია, მეტს არაფერს ასხივებს :)))მერე სიონშიც გავივლი, დიდი ხანია არ ვყოფილვარ, არც სანთელი დამინთია საფლავთან წესსისამებრ და მისი მფარველობა მითხოვია,რომ დაიცვას  :))თუმცა ამას გულში ღმერთს ყოველდღე ვთხოვ.ხვალ განსაკუთრებული მიზეზი მაქვს,უკვე ნამდვილად ვიცი, წარსულში არაფერი დამრჩენია,რაც მინდოდა გავიგე,წასაშლელი უკვე გაიცრიცა და თვითონვე წაიშლება ცოტახანში..მოკლედ დროა ერთი კარი დაიხუროს და მეორე გაიღოს..მოვიდა ამისი  დროც :)))გულიც აღარ მწყდება,მხოლოდ სიბრალული ესეც მალე გაქრება და რაც მის თAვს გამახსენებს ეს ურბალოდ ქუჩაში შემთხვევით თუ შემხვდება, ესეც ჩუმი ღიმილით ჩაივლის :)))რაშიც მინდოდა დავრწმუნდი, უფროსწორედ ამის დარწმუნებაში თვითონვე დამეხმარა:))ნივთებსაც რამეს მოვუხერხებ:)) ჩანაწერებს, ჩანახატებს და ტილოს  ვინმეს დავუტოვებდი თუ მეცოდინებოდა რომ როგორც ისტორიას ისე შეინახავდა :))))თუ არ ვცდები ვიცი ასეთი ადამიანი ვინაა:)))და კიდევ ბეჭედს ტაძარში დავტოვებ :)) მოკლედ გავნთავისუფლედები წარსულისგან ბოლომდე..მე ხომ ბევრი ახალი  რამე მაქვს კიდევ დასაწერი :)))))უფრო ლამაზი და ნაკლებად სევდიანი  

Tuesday, March 6, 2012

You are..

გუშინ საღამოს ხელი მოაწერა და აღიარა  :) დოკუმენტს სადაც წერია ...."Coward I am ":) ზუსტად ამის მოსმენა მჭირდებოდა ახალი , სუფთა ფურცლის გადასაშლელად , სადაც არაფერი არ წერია.. ხოდა მეც მოვისმინე მისი უნებური თვით აღიარება, რომელსაც სისუსტე ქვია :)), რომელიც  იმპულსია ჩემთვის და კიდევ ერთი მიზეზი წინ სიარულისთვის უკან მოუხედავად :))) მალდობაც კი არ მომიხდია განთავისუფლებისთვის :))მე ხომ უკვე თავისუფალი ვარ..ცამდე :)))

Saturday, March 3, 2012

ყველა ქალის ოცნება :))))

დღეს ძალიან ლამაზი და საყვარელი დღეა :)))
ყველაზე წმინდა, რაც კი არსებობს :)) ყველა დედიკოს ვულოცავ ამ დღეს და განსაკუთრებით ჩემს დედიკოს :)) ძალიან მიყვარხარ, მალდობ ყველაფრისთვის:))) დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ :)))

Friday, March 2, 2012

The Big change

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მოვიფიქრე :)))
მოკლედ სულ იმას  ვამტკიცებდი, რომ მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი, ხალხი ყოველთვის რაღაცას ამბობს, კარგს აკეთებ თუ ცუდს მათი განსჯის საგანი ხარ.. და მაინც..სულ იმას ვიძახი რომ საკუთარი ცხოვრება ჩვენ უნდა წავმართოთ, რომ ერთფეროვნებას მრავალფეროვნება ჯობია და ა.შ...
           როცა დადგა პერიოდი ჩემს ცხვორებაში რომ ძველი ახლით შემეცვალა,მეც ვეთანხმებოდი ამ აზრს  ,მაგრამ მივხვდი რომ, ამ პერიოდის განამვლობაში , როდესაც მეგონა მაღლა მაღლა ავდიოდი  ისევ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებდი თურმე..ეს რატომ მოხდა, იმიტომ რომ ვეძებდი სიახლეს , მაგრამ ამავდოულად გავურბოდი :))) დღეიდან კი გადავწყვიტე ვისწავლო რისკი :))
      ვამბობ რომ მინდა სიახლე, მაგრამ გავურბივარ.. მაინც იმაზე ვფიქრობ ეს სხვას მოეწონება თუ არა ?! :)))ანუ რასაც ვამბობ იმის საპირისპიროს ვაკეთებ..,რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა დღეს გავაკეთებ, დღეიდან შევცვლი იმას რაც წარსულს ეხება თუნდაც და  ხელს მიშლის წინ წასვლაში.. :)))) მოკლედ..საკუთარ თავზე ვიწყებ მუშაობას :))) ცვლილება ნამდვილად საჭიროა და ვთვლი რომ ამაში ვერავინ დაგეხმარება იმაზე უკეთესად ვიდრე საკუთარი მე :)))მისურვეთ წარმატებები :*
P.s nothing venture nothing have.

Thursday, March 1, 2012

ჩამოვედი :))))მეორე დღეა..შთაბეჭდილებებით სავსე ვარ და ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ შესანიშნავი იყო :))) სურათებიდან კარგად ჩანს ეს :)))