Friday, March 2, 2012

The Big change

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მოვიფიქრე :)))
მოკლედ სულ იმას  ვამტკიცებდი, რომ მთავარია საკუთარ თავთან იყო მართალი, ხალხი ყოველთვის რაღაცას ამბობს, კარგს აკეთებ თუ ცუდს მათი განსჯის საგანი ხარ.. და მაინც..სულ იმას ვიძახი რომ საკუთარი ცხოვრება ჩვენ უნდა წავმართოთ, რომ ერთფეროვნებას მრავალფეროვნება ჯობია და ა.შ...
           როცა დადგა პერიოდი ჩემს ცხვორებაში რომ ძველი ახლით შემეცვალა,მეც ვეთანხმებოდი ამ აზრს  ,მაგრამ მივხვდი რომ, ამ პერიოდის განამვლობაში , როდესაც მეგონა მაღლა მაღლა ავდიოდი  ისევ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებდი თურმე..ეს რატომ მოხდა, იმიტომ რომ ვეძებდი სიახლეს , მაგრამ ამავდოულად გავურბოდი :))) დღეიდან კი გადავწყვიტე ვისწავლო რისკი :))
      ვამბობ რომ მინდა სიახლე, მაგრამ გავურბივარ.. მაინც იმაზე ვფიქრობ ეს სხვას მოეწონება თუ არა ?! :)))ანუ რასაც ვამბობ იმის საპირისპიროს ვაკეთებ..,რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა დღეს გავაკეთებ, დღეიდან შევცვლი იმას რაც წარსულს ეხება თუნდაც და  ხელს მიშლის წინ წასვლაში.. :)))) მოკლედ..საკუთარ თავზე ვიწყებ მუშაობას :))) ცვლილება ნამდვილად საჭიროა და ვთვლი რომ ამაში ვერავინ დაგეხმარება იმაზე უკეთესად ვიდრე საკუთარი მე :)))მისურვეთ წარმატებები :*
P.s nothing venture nothing have.

No comments:

Post a Comment

:**