Tuesday, April 24, 2012

მმმ მოკლედ ბლოგს მოწყენილობა,უჩემობა დაეტყო..ვეღარ ვახერხებ აქ წერას და თითქოს თავს ვიმართლებ დროის უქონლობის გამო,თუმცა ალბათ დასაწერი არც არაფერი მქონდა რა ))არც ეხლა მაქვს ბევრი არაფერი სათქმელი..
                   თითქოს რაღაც იცვლება,დრო გადის მაგრამ რაღაც მაინც ბოლომდე არ მავსებს )))ადრე მინდოდა დრო მალე გასულიყო,მეგონა ალაბთ ამით რაღაცას დავინახავდი ,რაც ამავსებდა..ეხლა აღარც ეს მინდა ))
                  რაღაც უცნაურია ყველაფერი..არ ვიცი რა გრძნობაა..თითქოს თვალები ახვეული გაქვს და ხელის ცეცებით ცდილობ მის პოვნას, ეძებ  ეძებ ,რაღაც დაუსრულებლად, წამიერად ჩერდები გგონია იპოვნე და ხვდები , რომ სხვაა..არა ის..დავიღალე ამ ახვეული თვალებით..მაგრამ მეტი რა გზაა..დავიღალე ..ალბათ ვეძებ არ არსებულს..ან იქნებ არსებობს კიდეც, თვითონაც თვალებ ახვეული,ხელის ცეცებით  ეძებს ჩემსავით მე :)))
    მაგრამ ეს არის "იქნებ"..და ცხოვრებაში ყველაზე მეტად სწორედ ეს სიტყვა გვაძლევს, პატარა ბიძგსს წინ სიარულისთვის ))))რაღაც ან ვიღაცისთვის..

No comments:

Post a Comment

:**