მე ვარ პიროვნება, რომელიც ქმნის..
და ეს არის ჩემი მანიფესტი.
მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.. ამ საზოგადოების ნაწილი.. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული.. ჩვეულებრივი ადამიანი..
ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში.. შეიძლება ერთ ქალაქშიც.. ერთ ქუჩაზე.. შეიძლება მეზობლებიც ვართ, შეიძლება არა..
ერთმანეთს ხშირად ვხვდებით სახლთან, ტრანსპორტში, უნივერსიტეტთან..
შენ მე ვერ მცნობ.. ვერ მამჩნევ, მაგრამ ცნობ და აფასებ იმას რასაც ვაკეთებ.. მოგწონს რასაც ვქმნი, თუმცა არ იცი - ეს მე ვარ..
მეც ვაფასებ.. ვაფასებ და მომწონს რასაც შენ ქმნი.. ქმნი, ისევე როგორც მე..
ჩვენ ვქმნით..
მე ვქმნი ფერებს და ფორმებს,
შენ ქმნი ემოციებს..
მე ვქმნი რეალობას და ირეალობას,
შენ ქმნი აზრებს და შინაარს..
მე ვქმნი აბსტრაქციას და სიურეალიზმს..
შენ ქმნი ილუზიას..
ჩვენ ვქმნით...
ჩვენ ვქმნით, რადგან სხვანაირად არ შეგვიძლია..
ჩვენ არ გვაქვს სახელი, არ გვაქვს სახე, არ გვაქვს იდენტობა..
არც გვჭირდება..
ჩვენ მხოლოდ ის ვართ და იმას წარმოვადგენთ, რასაც ვქმნით..