Tuesday, November 30, 2010

Norah Jones & Charlie Hunter Quartet - More Than This

არგრძნობის ქალაქში სიყვარულს არ ცნობენ

თქვენთან დატოვებულ სურვილებს მოვაკითხე წასაყვანად! -
ეუბნებოდა პოეტი ვარსკვლავებს და არ ატანდნენ, ლოთი ხარ და ვერ მიხედავო…


ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია,
ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;
კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია
და ჩემი ოცნება ღრუბლებო მანდ არი!
სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,
ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.
ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,
გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;
არსად პოეზია, აღარსად მხატვრები
სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.
დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ
ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია
ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ
შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.
არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,
წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,
მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია
















გოგონა ქაღალდის კაბაში


უსმეთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და ყვიტილივით სიყვარულს ვითმენ
პოეტი,უცხო და უსახელო.
ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის,
გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,
ტანზე გეწერათ მალე დაღამდეს”!
ვკითხულობდი და ჩამომეძინა.






მკვლელი




მოგკლავდი…
მაგრამ…
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.
მეტკინე…
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.
ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.
მოგკლავდი…მაგრამ…
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.
















ლექსი არაფერის დიდებით


ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით
და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი
ხმაური მიყვარდეს? არაფერისდიდებით
სიჩუმემე დამღალოს? ხომ არ გასულელედი?!
მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,
განწყობა – ფერი რომ არასდროს ეცვლება,
ტანჯვა, თუ შემთხვევით, რაიმე წამომცდა
და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.
მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,
სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,
ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,
ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა
მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,
სარკე-არსებობის პირადი პასპორტი,
ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა
და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი,
მე დამღლის თამაში ,პატარა სცენაზე,
ბავშვურად მე თვითონ ცარცით, რომ მოვხაზე,
სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,
ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.
მე შემშლის : ბოდლერიi, ლორკა და ედგარ პო,
ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტი,
მთვარეს გვირგვინივით ატმების ეგდა რტო
და ახლა სიგარეტს ქალის თითს მოვწევდი .






სტროფისტული ტრაქტატი დედამიწას
არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, “მეჩქარება ადამიანები”,
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.
მიყვარს…  






****
დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,
მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,
ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,
დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,
ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი
წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა
გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.

ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,
მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,
ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს
და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.

წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს
ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა
და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო
და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა

დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ
და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,
ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,
ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას

და ისევ ფიქრი, სხვების ნაცვლად ტკივილის განცდა,
ტარება უცხო სიზმრებიდან სხვათა გმირების,
ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა,
უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები.

მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერს
ვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით,
შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტს
და სიკვდილივით მე დედოფლის ბაგეზე დავშრი.

მივაწყდი სარკმელს, წავიკითხე ვარსკვლავთა ქვები
გარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოჰგავდა ზეცა
და გამითეთრდა ერთ ღამეში შიშისგან თმები
და იმ წამივით კვლავ სარკეში ჩახედვის შემრცხვა.
   


სადმე მიპოვე შენს ოთახში
ჩუმად,ალერსით.
იქნებ კედელზე გაელვებად
გადავიარე.
ვარსკვლავებში ამონალესი,
იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი
სუსტი ნიავი.
კარგად მოძებნე ჩემი თავი
ყველა საგანში,
იქნებ სარკეში დამინახო,
იქნებ თაროზე
და კოცნის გემო მოგივიდეს,
იქნებ მადაში,
თვალებს ფერები გამოსტაცო
საავგაროზე.
მთელი წინა დღის ისტორიას
ყვება მაგიდა
გაშილი ფურცელზე გაფანტული
მშრალი ფრაზებით…
ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა
იქნებ არ გინდა?
მაშინ კარებზე ურდულივით
ჩავირაზები
და არ გაგიშვებ არასოდეს
არცერთ სიზმარში
არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,
რომ იოცნებო.
რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას
დილით ცის მარში?
რომ არ მომძებნო?
არა ამას მე ვერ ავიტან.
გადააქოთე მთელი სახლი
მიპოვე სადმე,
იქნებ წამი ვარ
საათზე რომ უკვე გავიდა,
იქნებ სანთელი სადაცაა
რომ უნდა დადნეს.
სადმე მიპოვე სულერთია,
გინდაც უხეში,
ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად
ამომიყვანო;
მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში,
იქნებ გაკოცო მოგეხვიო
და შეგიყვარო.








****
ჩემი გაზეთის მტრედი
იყიდება ჩემი წილი ძილი
უხეირო ერთი ლექსის შექმნად.
გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,
თუ იპოვეთ,იქნებ ერთად შეკრათ.
წინასწარ გიხდით მადლობას!

თუ თქვენ აპირებთ დათრობას
ქართული ადათ-წესით,
სასწრაფოდ ყანწი შესვით.

ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში.
ვამზადებ:თურქებს,არაბებს
მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში:
ქართულში
ქართულში
ქართულში
ქართულში.

ვარ გამოცდილი მეზღაპრე,
შევიძენ ფანტასტიურ ამბებს,
დევებზე,ჯადოქრებსა და რაინდებზე.
ვარჩენ იმედგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდზე.

სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,
წაბლისფერი თმებით,ლურჯი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,
ის დილით გავიდა სულის ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.

მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს
დროული მოსვლისთვის,
მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს
ბულბული მგოსნისთვის.
ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი-
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.

იყიდება ყველაფერი ის,
რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.

შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,
რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.
დამეკარგა ქარში ქალის თმა,
თქვენთან მინდა ყველა ამბის თქმა.
გაიხედეთ გარეთ!ისევ წვიმს
და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.

გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად
ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი,
დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,
რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი.
და დაეცა მიწას,ვით ფოთოლი ხმელი,
უფერო,უსულო განცხადების მთქმელი.



 მიმართვა გაბუტულებს

გადაიღეთ კინოფირზე სიზმარი
და დილით მარტომ უყურეთ
კოშმარულ ძილის მორიგ სერიას.
თქვენ სერიოზული გიჟი ხართ.
დანაშაული თქვენი ის არის,
რომ რეალობას შეხვდით უგულოდ,
ხოლო თვალები ისევ სველია
ცრემლით, რომელიც ასე გიჭირდათ.
დიქტოფონით ჩაიწერეთ ფიქრი და
საყვარელს მოასმენინეტ სიჩუმეში,
რომ მიხვდეთ რამდენჯერ არ გიყვარდათ
წამში ერთმანეთი.
გულის ფეთქვა დაიწყეთ იქიდან,
სადაც შეაჩერეთ გონჯი სიუხეშე
და ვნება ქებასავით თავში აგივარდათ.
დაარღვიეთ ნეტარეთი!
ურთიერთობის კაშნე დაარღვიეთ,
ძაფით მოქსოვეთ განიერი ხელთათმანი,
რომ ერთმანეთს გაყინული თითები გაუთბოთ
და ხელის გულის ხაზები გაიერთიანოთ.
ოცნება ერთმანეთისას დაამთხვიეთ
და მიხვდით, რომ ერთად არის
ზოგჯერ წყენა დასათმობი
და რომ უნდა დაუთმოთ
უჩვეულო გაღიმება გაბუტულებს და იყო
და არა იყო რასავით დაიწყოთ
ახალი ზღაპარი! ქვეყანა ნეტარეთი,
სადაც ნეტა რითი რიგდებიან
ერთმანეთით გადაღლილი,
სიზმარი და რეალობა?! 
გ.ზანგური

Monday, November 29, 2010

გ. ტ ა ბ ი ძ ე

  გალაქტიონ ტაბიძე ჩემი ერთ-ერთი  უსაყვარლესი პოეტია..სულ ცოტა ხნის წინ გავიგე ,რომ ხატავდა,რამაც ჩემში სიხარული გამოიწვია და როდესაც ნახატები ვნახე,სადღაც ბავშურმა მაგრამ,მთელი გრძნობით ნახატმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა ,რომ გენიოსია..და გენიოსი თუ ბავშვს ვერ გრძნობს,მას არ აქვს ბავშური სამყარო ის ნამდივლი გენიოსი ვერ იქნება..                      






















უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ
 
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრშება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ, სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაქვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის ზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ  არსებობს ქვეყანაზე
თვიშ უკვდავება,
ჩვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ.




                                           ისევ ოცნება და სიყვარული

დაღალულს ვხედავ იმ ამაყ ირემს.
მიყვარდა, როგორც დიკენსის გმირებს,
ცეცხლთან ღვინის სმა და გაფიქრება -
რომ გულში ცეცხლი არ გაგიქრება.

მრავალი ფიქრი მას შემდეგ ახდა,
ვნების ისრებმა დაცხრილეს გული,
ისევ მაისი მშვენიერ ბაღთა,
იყავ ოცნება და სიყვარული.
 
***
ორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!

ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.

და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.

ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.

მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!

მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.






ის მიდიოდა ქუჩაში ერთი

ის მიდიოდა ქუჩაში ერთი,
მას მიჰყვებოდა წვიმა და ქარი;
მისთვის იმ წამში არ იყო ღმერთი,
მისთვის არ იყო ქრისტე და ჯვარი.

იგრძნო, რომ მაინც საოცრად ცხელა.
გადიძრო ქუდი. მხურვალე შუბლი.
წვიმის წვეთები მარცვლების ხელა,
სიამოვნება ამ გრილ ღრუბელით.

თითქოს არ გრძნობდა სახლებს და კედლებს,
ძილით დაბურულს არ გრძნობდა მხარეს.
ეტლები ცვლიდნენ მიმავალ ეტლებს,
როგორც სიზმარში მხარე ცვლის მხარეს.

როგორ, საიდან… არ იცის თვითონ.
ის უცნობ ხიდზე დგას. სხვაა ხიდი.
მძიმეა ტვირთი? მაშ სხვებმა ზიდონ,
ის ახლა გახდა წყნარი და მშვიდი.



  
 განახლდა გული
 
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამილოცე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბადს კი მაინც არ შევურიგდები.
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები1
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ,ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე.
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!












    მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!



   


თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! 







                                                              

Sunday, November 21, 2010

BOB ACRI - Sleep Away

რატომ არის 90%-ზე მეტი 10%?

-იცით,უბრალოდ,არც ისეთი დიდი ვარ,რომ ყველაფერი მენახა,ცუდიც და კარგიც ამ ცხოვრებაში ,მაგრამ საკამაოდ ბევრი ვნახე იმისთვის,რომ ანალიზი გავაკეთო ზოგადად პიროვნებაზე, რომელშიც ბევრი ტიპის ადამიანი ცხოვრობს ერთდროულად.დაბრკოლება ყოველთვის არსებობს,რაც ხელს უშლის ადამიანს,რომ გაიაროს ცხოვრების სავალი გზა სწორად ..პრობლემა კი ისაა რომ ადამიანების ამ გარკვეულ ნაწილს  არ ყავს საკუთარი "მე" ,რაც ერთ-ერთი მთავარი იარაღია მიზნის მისაღწევად..იმისთვის რომ ამ მწვერვალზე ახვიდე რწმენა და საკუთარი თავის  ფლობაა საჭირო..არსებობენ გარშემომყოფნი ,რომლებიც ნებლით თუ უნებლიეთ ზეგავლენას ახდენენ მასზე და ზუსტად მაშინ,მხოლოდ და მხოლოდ "მარიონეტის" სტატუსი ენიჭება.ისინი მართავენ  მას,ეს ყველაზე დიდი  საშინელებაა ამ ცხოვრების სავალ გზაზე..როდესაც იცი,რომ გზაჯვარედინზე მარჯვენა გზა არის ის,რომელიც სწორად წაგიყვნას შენ მარცხენას ირჩევ და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება,რომ ნებდები,წყვეტ ბრძოლას ამ ცხოვრების წინაარმდეგ და სხვებს უთმობ ყველაზე დიდ განძს საკუთარ თვს, ირჩევ მარცხენას,იმიტომ რომ გამოსავალს სწორედ მასში ხედავ,თუნდაც იცოდე რომ ყალბია.რა საინტერესოა ეს ცხოვრება არა?! მაგრამ ჩნდება კითხვა: -ადამიანების ამ ნაწილის,რომლებიც "მარიონეტებს" ვუწოდებთ აქვთ თუ არა კიდევ ერთი შანსი ცხოვრებაში,რომ აირჩიონ თვისუფლად მარჯვენა ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე?!
-ისე ზოგჯერ რა სასაცილოები ვართ ალბათ..არც გამიკვირდება ჩვენს გამჩენ ღმერთს "ირონიულად" ეცინებოდეს ჩვენზე,თუნდაც იმიტომ ,რომ ხშირად  საკუთარი ნებით გავდივართ ბეწვის ხიდზე,იმ შემთხვევაშიც კი თუ ვიცით,რომ 90%-ი  მისი გაწყვეტის ალბათობაა.
რა  გაიძულებს იმ 10%-ს ,რომ წახვიდე რისკზე?თუ იცი რომ  შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს.ამპარტავნობა ალბათ?!რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილია და თუ ეს გზა აირჩიე ბოლომდე უნდა გაყვე ?!-"შენ ხომ არასოდეს არ ცდები?"ჩაგჩურჩულებს რაღაც...აი ზუსტად ეს არის ადამიანის სისუსტე,ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავთან გვრცხვენია ვაღიაროთ,რომ ვცდებით.თუმცა ეგრედწოდებულ "მარიონეტებს" არ ძალუძთ აღიარონ ეს და აგრძელებენ  ბეწვის ხიდზე მიმავალ გზას იმის იმედით, რომ თუ ჩაწყდა ანგელოზები დაიჭერენ და  ილუზიას დაყრდნობილნი მზად არიან გაიარონ ეს გზა და ზუსტად მაშინ ადამიანების ამ ნაწილისთვის  10% ამპარტავნება მეტია 90%-საშიშ მაგრამ,ნამდვილ და მწარე რეალობაზე..
კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა და ვთვლი ,რომ ბუნებრივიცაა ამ გზის ბოლო სად გადის?და ვინმე გასულა ამ ბეწვის ხიდზე?!დაუჭერიათ ანგელოზებს?! რა თქმა უნდა დაუჭერიათ  და გაუყვანიათ კიდეც  ხიდის მეორე მხარეს,მაგრამ ვინ თქვა,რომ ანგელოზებს?!
ეს ყველფერი ყალბია,ილუზიაა და სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ყალბ რეალობას უწყობს ცხოვრებას,მალავენ საკუთარ სახეს და ნიღაბ აფარებულნი აგრძელენ სავალ გზას..როგორც მარიონეტებს შეეფერებათ..
რაც შეეხება ზევით დასმულ კითხვას აქვთ თუ არა ამ ადამიანებს, "მარიონეტებს" მეორე შანსი,შანსი იმისი ,რომ წარსულში დაშვებული შეცდომა გამოასწორონ?!
ალბათ ღმერთი ყოველთვის აძლევს ადამიანს ამ შანსს,მაგრამ,მთავარია დავინახოთ.. ღმერთი მხოლოდ ერთხელ არ აძლევს ადამიანს,ეს ბევრჯერ ხდება ჩვენს ცხოვრებაში,მაგრამ ზოგჯერ საკუთარი ხელი ვაწერთ საბუთს ხელს,რომ ბრმები ვართ და ვერ ვხედავთ ვერაფერს!!..დიახ,ეს სწორედ ასეა და შემდეგ პრეტენზიებიც გვიჩნდება..."  -ღმერთო,შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ?ყველაფერი გესმის ნუთუ ჩემმა ხმამ შენამდე ვერ მოაღწია ,როდესაც ყველაზე მეტდ მიჭირდა და დახმარებას გთხოვდი,სად იყავი?რატომ ივიწყებ ადამიანებს სწორედ მაშინ ,როდესაც მათ ყველაზე ძალიან ჭირდები?"....
დიააახ!!.იმას ვერასოდეს ვხედავთ,რამდენჯერ გვქონია შანსი იმისა ,რომ გზაჯვარედინზე მდგომმნი მარჯვენა გზაზე წავსულიყავით და არა მარცხენაზე, 90% ყოფილიყო მეტი და არა 10%,თავს  იმით ვიმართლებთ უკიდურეს შემთხვევაში,რომ ჩვენი წინაპრები "ადამი და ევა" იყო ,მათ რომ არ შეცოდათ,არც ჩვენ ვიქნებოდით "მარიონეტები" და ჩვენ  მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლნი ვართ..
ჩემში ასეთი ადამიანების ცხოვრება  მხოლოდ  და მხოლოდ სიბრარულს იწვევს,რადგან  ამ დაკონსერვებული საზოგადოებისთვის ხომ 10% ისევ მეტია 90%ზე?..


ავტორი: ნ.იოსელიანი

Tuesday, November 2, 2010

A Story about..just a confession





it was my life..my past..my pain..my happines.. just  my  hand in your hand..lookin to each other's eyes..touching..whisper,hug of fingers..endless feeling..it was nothing but everything..was the whole world for me..now It's getting cold on this island I'm sad alone I'm so sad on my own The truth is We were much too young or We run out of time..Now...you'r looking for me or anyone like me.
ავტორი: ნ.იოსელიანი

ისევ მომაგონდი...

დღეს რატომღაც ისევ მომაგონდი...
ვერა ვყოფილვარ სულით ძლიერი...
შენს  დავიწყებას ვერც ვერასოდეს შევძლებ ალბთ..
მომაგონდი და გული ძველებურად აგრთხიალდა,მერე მიყუჩდა და ახლა ჯიუტი ბავშვის დაჟინებით მთხოვს მაშიონდელ სითბოს მთხოვს..საიდან მოვუტანო?
მომაგონდი და სულმა ჩამოჰკრა ვერცხილს ზანზალაკებს,უცნაური სითბო ჩამეღვარა სხეულში..
მომაგონდი და ისევ ცხადად წარმოგიდგინე,რომ შენს თვალებში დავინახე ჩემი თვალების ციმციმი..
იფეთქა სიხარულმა და მეცხრე ცაზე ამიტაცა ბედნიერებამ,მაგრამ სინამდვილემ გამეტებით გამაწნა სილა და ულმობელად გადაიხარხარა..
მწარედ ჩაიცინა სულმა,მონატრების ცეცხლმა გაალღო გაყინული გული და ცრემლად იწვიმა დარდმა თვალებში..
შენზე ოცნებით სცადა სულმა ტკივილის მოშუშება და ვერ შეძლო
ვერა ვყოფილვარ სულით ძლიერი...შენზე ფიქრები მესტუმრნენ ისევ...

იქნებ ჯერკიდევ არ არის გვიან

           დადის მარტოდმადრო მოწყენილობა და ელის მსხვერპლს.დამინახა და თვალები    გაუბრწყინდა,დამიმარტოხელა და ურცხვად დამეუფლა.მერე გამიბატონდა,გული დამიღრღნა და გამიუდაბნოვა..ახლა სიყვარულის ღრუბელს დავეძებ,რომ მუხლზე დავუჩოქო და შევთხოვ შევღაღადებ
     -სიყვარულის ვარდისფერო ღრუბელო,მაპკურე ცოტაოდენი სიხარული,გამბანე ალერსის წვეთებით.ჩამომეშველე იქნებ ჯერკიდევ არ არის გვიან,იქნებ ჯერ კიდევ შევძლო..

ეს ჩემი ოცნების სახლია და არა მხოლოდ ჩემი..

 If it means nothing to you Why have you made .. Why do you sing with me at all?



1².¹¹.º9 miss this day endlessly ეს ჩემი ოცნების სახლია და არა მხოლოდ ჩემი..  
        1².¹¹.º9 :)..ეს თარიღი ჩემთვის ბევრს,ძალიან ბევრს ნიშნავსJ დიახ!!!..ჩვენ დავხატეთ სამყარო,რომელშიც ყველა ბედნიერი იქნებოდა..ხიდი,რომელიც ჩვენს რეალურ სამყაროს აკავშირებს ოცნებებთან..აქ ყველაფერი თითქოს პრიმიტიულია,მაგრამ იდუმალი..დღეს ოქტომბრის ბოლო დღეა,31 ოქტომბერია და მალე ერთი წელი შესრულდება..ძალიან მინდოდა 12 ნოემბერს გიორგისთან მივსულიყავით და ისევ დაგვეხატა ერთად მე,დაჩის და გიორგის თუმცა..თუმცა , დრო შენ არ გეკითხება არაფერს..ის თვითონ ქმნის წესებს და მას უნდა დაემარჩილო.გასწავლის ტკივილთან ერთად ცხოვრებას..ნელნელა ვიზრდებით და ჩვენთან ერთად იზრდება ტკივილიც და სიხარუილც..მაგრამ,ზოგჯერ თუნდაც წვიმიან ამინდში,სახლში მყოფი,ან ხატვისას  ტილოზე ფერის დადების დროს,იგრძნობ წამიერად რაღაც უცხოს და ამავდროულად ნაცნობს,გულში ჩაგეღვრება თბილი ნაღველი და ჩუმად შენთვის შეუმჩნევლად ჩაგეღიმება.. შენს თვალწინ ნაცნობი კადრები გამეორდება  და გრძნობ იგივეს,ტკივილს,სიხარულს..ტკივილს,როემლშიც რაღაც ლამაზი და სასიამოვნოა..სიხარულს,რომელსაც ცაში აყავხარ,თითქოს ფრთები შეგასხაო..ლამაზია არა?!მაგრამ ბოლოს ვიღაც,ან რაღაც გაბრუნებს ისევ რეალობაში და აგრძელებ ცხოვრებას იქიდან,სადაც ბოლოს ჩაფიქრდი..ეს მთელი ცხოვრება ასე გრძელდება ..მოგონებები იზრდება და თავს გვახსენებენ ხან როდის ,ხან როდის ..
                                მეც მოგონებებმა გამიტაცა წამიერად,სადღაც ცაშიც ამიყვანა,მაგრძნობინა ნაცნობი სიხარული და ტკივილი..გადაირბინა თითქოს მთელმა წარსულმა ჩემს თვალწინ  და ახლა,დროა მოგონებებს დროებით გამოვემშვიდობო..თუმცა ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან..სევდიანია ალბათ არა?..შეიძლება,მაგრამ ჩემთვის სევდაშიც სილამაზეა..






ავტორი: ნ.იოსელიანი

Amadeo modigliani

მოდილიანი და მისი იდეალური ჟანა

მხატვარი და მოქანდაკე ამადეო კლემენტ მოდილიანი იტალიაში, ქალაქ ლივინოში 1884 წელს დაიბადა. 1906 წელს 22 წლის მხატვარი, პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, გაიცნო იქაური მხატვრები და მალე ბოჰემური წრის განუყრელი ნაწილი გახდა. დაუმეგობრდა პოეტ ჟან კოკტოს, გაიცნო პაბლო პიკასო... მეგობრები ამადეოს „მოდის“ეძახდნენ. მოდილიანი ბევრს ხატავდა, მუშაობდა ქანდაკებებზე, მაგრამ მისი შემოქმედება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. მხატვარი განიცდიდა... ბევრს სვამდა, ეწეოდა. აუცილებლობად ექცა ჰაშიში... მოდილიანი ისტორიაში დარჩა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სიცოცხლეში არაღიარებული გენიოსი. ამადეო მოდილიანი, 1920 წელს, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში, 36 წლის ასაკში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
არაოფიციალური ცოლი

ჟანა ებიუტერნი, ქალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოდილიანის მიუძღვნა, მის ცოლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მაინც არაოფიციალური ცოლის სტატუსით შემორჩა ისტორიას. ჟანამ და მოდიმ ერთმანეთი 1917 წელს გაიცნეს და მალე ერთად დასახლდნენ. მაშინ ჟანა 19 წლის, სახვითი ხელოვნების სკოლის სტუდენტი იყო. ჟანას მოდილიანის ბევრი პორტრეტი აქვს დახატული.

რამდენიმე წლის წინათ კი ნიუ-იორკის იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების აუქციონზე, მოდილიანის მუზისა და საყვარლის, ორსული ჟანა ებიუტერნის პორტრეტი 31 მილიონ დოლარად გაიყიდა...


„ქალი, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა“

ამადეომ ჟანას პორტრეტი, მათ პირველივე შეხვედრაზე დახატა და თავის უახლოეს მეგობარს, მოქანდაკე ბრაკუზის უთხრა: „შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა, ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“.

ამბობდნენ 19 წლის ჟანა, ჩიტს ჰგავდა, რომლის შეშინება ძალიან ადვილია. მას ქალური, მოკრძალებული, მომღიმარი, მოგრძო სახე ჰქონდა, ღვინოს არასოდეს სვამდა.
სმა და ბოჰემა

ჟანას მამა პარფიუმერულ ფირმაში მუშაობდა. ჟანას ძმა, ანდრე, მხატვარი იყო. მისი ნახატები ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი.

ქალებისმოყვარულ, ლოთ, ჰაშიშით გაბრუებულ, მით უმეტეს ებრაელ სასიძოს, ჟანას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ჟანამ ამადეოს გულისთვის ყველაფერი დათმო. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ ამადეო ძალიან ბევრს სვამდა და ავადმყოფობდა. ჟანაში ერთადერთი, რეალური და სულიერი მეგობარი იპოვა, რომელთანაც ჭეშმარიტი სიყვარული აკავშირებდა. ეს ქალი მოდილიანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია, ის მოდილიანის 20-მდე ნახატშია. ჟანა ცდილობდა მოდის ცხოვრების სტილის შეცვლას, მაგრამ მოდიმ ვერც ამ დიდი სიყვარულის გამო თქვა უარი ბოჰემურ ცხოვრებაზე.
ქალიშვილი ჟანა

მოდი და ჟანა ლუქსემბურგის ბაღთან დასახლდნენ. ფული არ ჰქონდათ. ტუბერკულოზის გამო მისი ჯანმრთელობა სულ უფრო სუსტდებოდა. ჟანას მშობლების დახმარებით, წყვილი მოდის სამკურნალოდ, ნიცაში გაემგზავრა. იქ მათ გოგონა შეეძინათ. ჟანამ და მოდიმ ვერ მოასწრეს კანონიერი ცოლ-ქმარი გამხდარიყვნენ, ამიტომ მათ გოგონას რეგისტრაციისას დედის სახელი, ჟანა ებიუტერნი ჩაუწერეს.

ამადეო ნიცაში უკეთ არ გამხდარა. პარიზში დაბრუნებულმა ისევ სმა დაიწყო. უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ და ამიტომ ბავშვი ჟანას მშობლებმა წაიყვანეს. იმ პერიოდში მოდილიანის პირველი და უკანასკნელი გამოფენა გაიმართა, სადაც, 12 ნახატი გამოიფინა. მათგან რამდენიმე გაიყიდა.

ერთხელ, მოდი მეგობრის დედასთან მივიდა, სასმელი სთხოვა და ებრაულად რაღაც უმღერა. ფიქრობენ, რომ ეს ებრაული რექვიემი იყო - ერთადერთი, რაც მოდილიანის ურწმუნო ოჯახში იცოდნენ.
ერთგულება სიკვდილშიც

1920 წელს მოდილიანის და ჟანას გაუჩინარება მეზობლებმა შენიშნეს. 24 იანვრის საღამოს, ერთ-ერთმა მათ კარზე დააკაკუნა. არავინ უპასუხა. შიგნით შესულმა, საწოლში მძიმედ დაავადებული მოდილიანი ნახა, რომელსაც სასოწარკვეთილი ჟანა მთელი სხეულით ეკვროდა.

მოდი ღატაკთა თავშესაფრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა. თავზარდაცემული ჟანა მასთან საავადმყოფოში მიიყვანეს. მან მოდის დიდხანს, თვალმოუცილებლად უყურა. შემდეგ მშობლების სახლში წავიდა. მეორე დილით 20 წლის ჟანა მეხუთე სართულიდან გადმოხტა... ამ დროს ის მეორე ბავშვზე, ცხრა თვის ორსული იყო.

ამადეო მოდილიანი პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაასაფლავეს. სიღარიბეში გარდაცვლილი მოდი, მხატვრებმა პომპეზურად დაკრძალეს. ჟანა მეორე დღეს პარიზის შემოგარენში დაასაფლავეს. ერთი წლის შემდეგ, მოდილიანის ოჯახის თხოვნით გადაასვენეს და მოდის გვერდით დაკრძალეს. მათი შვილი ჟანა, ამადეოს ნათესავებთან გაიზარდა.

      

Amadeo Modigliani