-იცით,უბრალოდ,არც ისეთი დიდი ვარ,რომ ყველაფერი მენახა,ცუდიც და კარგიც ამ ცხოვრებაში ,მაგრამ საკამაოდ ბევრი ვნახე იმისთვის,რომ ანალიზი გავაკეთო ზოგადად პიროვნებაზე, რომელშიც ბევრი ტიპის ადამიანი ცხოვრობს ერთდროულად.დაბრკოლება ყოველთვის არსებობს,რაც ხელს უშლის ადამიანს,რომ გაიაროს ცხოვრების სავალი გზა სწორად ..პრობლემა კი ისაა რომ ადამიანების ამ გარკვეულ ნაწილს არ ყავს საკუთარი "მე" ,რაც ერთ-ერთი მთავარი იარაღია მიზნის მისაღწევად..იმისთვის რომ ამ მწვერვალზე ახვიდე რწმენა და საკუთარი თავის ფლობაა საჭირო..არსებობენ გარშემომყოფნი ,რომლებიც ნებლით თუ უნებლიეთ ზეგავლენას ახდენენ მასზე და ზუსტად მაშინ,მხოლოდ და მხოლოდ "მარიონეტის" სტატუსი ენიჭება.ისინი მართავენ მას,ეს ყველაზე დიდი საშინელებაა ამ ცხოვრების სავალ გზაზე..როდესაც იცი,რომ გზაჯვარედინზე მარჯვენა გზა არის ის,რომელიც სწორად წაგიყვნას შენ მარცხენას ირჩევ და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება,რომ ნებდები,წყვეტ ბრძოლას ამ ცხოვრების წინაარმდეგ და სხვებს უთმობ ყველაზე დიდ განძს საკუთარ თვს, ირჩევ მარცხენას,იმიტომ რომ გამოსავალს სწორედ მასში ხედავ,თუნდაც იცოდე რომ ყალბია.რა საინტერესოა ეს ცხოვრება არა?! მაგრამ ჩნდება კითხვა: -ადამიანების ამ ნაწილის,რომლებიც "მარიონეტებს" ვუწოდებთ აქვთ თუ არა კიდევ ერთი შანსი ცხოვრებაში,რომ აირჩიონ თვისუფლად მარჯვენა ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე?!
-ისე ზოგჯერ რა სასაცილოები ვართ ალბათ..არც გამიკვირდება ჩვენს გამჩენ ღმერთს "ირონიულად" ეცინებოდეს ჩვენზე,თუნდაც იმიტომ ,რომ ხშირად საკუთარი ნებით გავდივართ ბეწვის ხიდზე,იმ შემთხვევაშიც კი თუ ვიცით,რომ 90%-ი მისი გაწყვეტის ალბათობაა.
რა გაიძულებს იმ 10%-ს ,რომ წახვიდე რისკზე?თუ იცი რომ შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს.ამპარტავნობა ალბათ?!რადგან უკან დასახევი გზა მოჭრილია და თუ ეს გზა აირჩიე ბოლომდე უნდა გაყვე ?!-"შენ ხომ არასოდეს არ ცდები?"ჩაგჩურჩულებს რაღაც...აი ზუსტად ეს არის ადამიანის სისუსტე,ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავთან გვრცხვენია ვაღიაროთ,რომ ვცდებით.თუმცა ეგრედწოდებულ "მარიონეტებს" არ ძალუძთ აღიარონ ეს და აგრძელებენ ბეწვის ხიდზე მიმავალ გზას იმის იმედით, რომ თუ ჩაწყდა ანგელოზები დაიჭერენ და ილუზიას დაყრდნობილნი მზად არიან გაიარონ ეს გზა და ზუსტად მაშინ ადამიანების ამ ნაწილისთვის 10% ამპარტავნება მეტია 90%-საშიშ მაგრამ,ნამდვილ და მწარე რეალობაზე..
კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა და ვთვლი ,რომ ბუნებრივიცაა ამ გზის ბოლო სად გადის?და ვინმე გასულა ამ ბეწვის ხიდზე?!დაუჭერიათ ანგელოზებს?! რა თქმა უნდა დაუჭერიათ და გაუყვანიათ კიდეც ხიდის მეორე მხარეს,მაგრამ ვინ თქვა,რომ ანგელოზებს?!
ეს ყველფერი ყალბია,ილუზიაა და სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ყალბ რეალობას უწყობს ცხოვრებას,მალავენ საკუთარ სახეს და ნიღაბ აფარებულნი აგრძელენ სავალ გზას..როგორც მარიონეტებს შეეფერებათ..
რაც შეეხება ზევით დასმულ კითხვას აქვთ თუ არა ამ ადამიანებს, "მარიონეტებს" მეორე შანსი,შანსი იმისი ,რომ წარსულში დაშვებული შეცდომა გამოასწორონ?!
ალბათ ღმერთი ყოველთვის აძლევს ადამიანს ამ შანსს,მაგრამ,მთავარია დავინახოთ.. ღმერთი მხოლოდ ერთხელ არ აძლევს ადამიანს,ეს ბევრჯერ ხდება ჩვენს ცხოვრებაში,მაგრამ ზოგჯერ საკუთარი ხელი ვაწერთ საბუთს ხელს,რომ ბრმები ვართ და ვერ ვხედავთ ვერაფერს!!..დიახ,ეს სწორედ ასეა და შემდეგ პრეტენზიებიც გვიჩნდება..." -ღმერთო,შენ ხომ ყოვლისშემძლე ხარ?ყველაფერი გესმის ნუთუ ჩემმა ხმამ შენამდე ვერ მოაღწია ,როდესაც ყველაზე მეტდ მიჭირდა და დახმარებას გთხოვდი,სად იყავი?რატომ ივიწყებ ადამიანებს სწორედ მაშინ ,როდესაც მათ ყველაზე ძალიან ჭირდები?"....
დიააახ!!.იმას ვერასოდეს ვხედავთ,რამდენჯერ გვქონია შანსი იმისა ,რომ გზაჯვარედინზე მდგომმნი მარჯვენა გზაზე წავსულიყავით და არა მარცხენაზე, 90% ყოფილიყო მეტი და არა 10%,თავს იმით ვიმართლებთ უკიდურეს შემთხვევაში,რომ ჩვენი წინაპრები "ადამი და ევა" იყო ,მათ რომ არ შეცოდათ,არც ჩვენ ვიქნებოდით "მარიონეტები" და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლნი ვართ..
ჩემში ასეთი ადამიანების ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სიბრარულს იწვევს,რადგან ამ დაკონსერვებული საზოგადოებისთვის ხომ 10% ისევ მეტია 90%ზე?..
ავტორი: ნ.იოსელიანი
No comments:
Post a Comment
:**