ახალი წელიიიიიიიიიიი...ძალიან ძალიან მიყვარს,ყველაფერი ლამაზია,ირგვლივ ყველაფერი ბრწყინავს,ანათებს..ყველას ბედნიერი სახე აქვს..ნაძვისხეები,სათამაშო ზანზალაკები,ბურთები,შუშხუნები...ყველას უხარია ;და შენც მეტი გზა არ დაგრჩენია უნდა გაიღიმო,ბედნიერი უნდა იყო როცა ყველა ბედნიერია..პატარა ბავშვებს მათი ულამაზესი სამყარო აქვთ,სჯერათ ,რომ დიდი,ბუთხუზელა,თეთრწვერებიანი ბაბუა,იმ საჩუქარს მოუტანს და იმ სურვილს აუსრულებს ,რომელსაც 31 დეკემბერს ძილისწინ ჩაუთქვამენ ან დაწერენ..
მეც მჯეროდა და ყველაზე ლამაზი დღე თენდებოა,როცა დილით ის საჩუქარი მხვდებოდა რაც ძალიან მინდოდა..მაგრამ ყველაზე მეტად ის მიხაროდა ,რომ კარგად ვიქცეოდი თურმე,რადგან თოვლის ბაბუა საჩუქარს მიტოვებდა და სურვილიც ახდენილი იყო.. მშობლები ყოვლეთვის მეუბნებოდნენ თუ კარგად მოიქცევი თოვლის ბაბუ საჩუქარს აუცილებლად მოგიტანსო..რა ლამაზია ბავშობაააა,როცა ვარდისფერი სათვალეებით უყურებ ყველაფერს..თუ რამე გტკივა ესეც მხოლოდ ხორციელი ტკივილია,როემლიც მალე გაგივლის (ქორწილამდეო,როგორც ჩვენ ვიცით)...
იზრდები,დრო გადის და თოვლის ბაბუა იმ სურვილებს და ოცნებებს ვეღარ გისრულებს,რაც გინდა ყველაზე მეტად..ის რჩება წარსულში ლამაზ მოგონებად..სწავლობ ცხოვრებას და მაინც ,ტკვილის მიუხედავად 31 დეკემბერს ვალდებული ხარ გაიღიმო,მართალია ცხოვრებას ბევრი ცუდი სიუპრიზის გაკეთება უყვარს,მაგრამ ცხოვრება მაინც ლამაზია,ის თუნდაც პატარა,მაგრამ ძლიერი სიხარული ამ ტკივილს მთლიანად ფარავს..
არვიცი არვიციიიიიიიი...მაგრამ, ერთი კი გამიგია : "ყველაზე ძალიან რაც გსურს,რაც გულით გინდა ადრე თუ გვიან მაინც ახდებაო".. მეც მჯერა ბავშურად,მაგრამ მაინც ჯიუტად მჯერა..იქნებ ახდეს,იქნებ ღმერთმა შეისმინოს?მე,მე მართლა გულით ვგრძნობ ,რომ გულით მინდა,მთელი არსებით რომ რეალობამ ფრთები შეასხას,რეალობამ როემლიც ხშირად სიზმარივითაა და ვერ ხედავ განსხვავებას ამ ორს შორის..ხომ შეიძლება ახალიწლის ერთ ლამაზ ღამეს გამაღვიძოს შენმა ჩურჩულმა "თოვლი მოსულა"...
avtori: n.ioseiliani
No comments:
Post a Comment
:**