Saturday, September 10, 2011

ტკბილი ძილი და ბუნტი სიზმრები :)))

ისევ სულელური სურვილი მაქვს. ორი წლით უკან დაბრუნება მინდა,არაფერს შევცვლიდი ..არაფერს ვნანობ უბრალოდ მინდა ისევ ხატვაზე მივიდოდე,როგორც ყოველთვის  ვაგვიანებნდე და ავტობუსში ან გაჩერებაზე ხრუშას გაღიმებულ სახეს ვხედავდე.მეტროდან ხატვის სკოლისკენ მივდიოდეთ ნაყინებით ან ფორმატით ხელში, გზაჯვარედინზე ხელიხელჩაკიდებულები გადავდიოდეთ და გაშვება  სულ ბოლოს გვახსენდებოდეს..))ისევ გერმანულ ლექსის სტროფს მასწავლიდეს და მე შეძლებისდაგვარად ვბუტბუტობდე როგროც მაშინ(დი ქლიცე ქქლაინე შპინე,ქლეთერთე აუf დემ  ბაუნ))) აქ რომ იყოს შემისწორებდა:)))
მერე მთელი დღის დაღლილს ავტობუსის ბოლო სკამებზე მჯდომარეს გვეძინებოდეს,მის მხარზე მეძინებოდეს..ისევ მინდა იმ დიდ ტილოზე ვხატავდე ჩემი ოთახის კარების უკან თეთრი ნაჭერი რომ აფარია:))ისევ მინდა ბაწიას ეხუტებოდეს და ეფერებოდეს,იღიმებოდეს და ბავშურ ცისფერ თვალებს ვუყურებდე..
ისევ მინდა დაწოლის წინ ტკბილ ძილს და ბუნტ სიზმრებს მისურვებდეს..
ჯობია გავჩერდე,რა აზრი აქვს მაინც მან თავისი არჩევანი გააკეთა..))ასე თამამად აქ  იმიტო ვწერ რომ , ვიცი აქ ვერ წაიკითხავს და ჩემს ჭიას ვახარებ...არც მიდნა ოდესმე ნახოს, სასაცილოდ არეყოფა ალბათ :|| მარა მიყვარს აქ წერა..ვიცლები.
რა თბილი იყო,მისგან სულ სითბო მოდიოდა და ძალაუნებურად ზოგჯერ სიცივე,ბოლოს ყინულივით იქცა.მაგრამ ეგ არაფერი))უბრალოდ ის ბავშვი მენატერბა მასში რო  ცხოვრობდაა და არა ის ზოგჯერ ძალაუნებურად გზად რომ შემხვდება და თვალს მარიდებს))ასე მგონია ზიზღსაც გრძნობს))
მეც ნელ-ნელა ვსწავლობ სიარულს)...ჰოპლააა, მე ვცოცხლობ:)

No comments:

Post a Comment

:**