Tuesday, September 27, 2011

მე მოვიგონე

უცებ შეიცვალა ბუნება, მთელი ქუჩა შენი ნაცნობია, ყველა გიყვარს, ყველას ესალმები გუნებაში; ნასახიც კი აღარ დარჩა ძველი განწყობისა, ოღონდ მაინც მარტო ხარ; არც გინდა არავის ნახვა, უბრალოდ, ძნელია ვინმემ გაგიგოს, რადგან გასაგები, სიტყვით სათქმელი, სინამდვილეში არაფერია, გეჩვენება: შეიძლება დაგცინონ კიდეც და ამით გული გატკინონ. მხოლოდ ხანდახან უღმერთოდ გინდება დაელაპარაკო ვინმეს...
მე მოვიგონე-- მზე..
შენ მოიგონე-ფერები..
მე მოვიგონე-სითბო..
შენ მოიგონე-ბგერები..
მე მოვიგონე- ტკივილი..ჩემი ფერებით.
შენ მოიგონე-სიცივე..სველი ბაგეები.
მე მოგიგონე შენ!!
შენ მოიგონებ...

Sunday, September 25, 2011

მიყვარხარ უსასრულოდ

დღეს ისეთი დღეა, ჩემი დედიკოს დაბადების დღეაა..ვაიჰ ვაიჰ როგრო მიყვარშ..
ჯერ კიდევ მაშინ როდესაც მე მის მუცელში ვიჯექი და ვცუღლუტობდი იქ,მაშინაც მიყვარდა..სულ მიყვარს..ვერც კი წამროიდგენს როგორ მიყვარს , მთელი ჩემი არსებით..
რაღაც სიუპრიზს ვუმზადებთ ჯერ სახში არ მოსულა და ჩემნაირი კიდევ ორი და მე რაგაცეებს ვმაიმუნობთ..
როგორ მიყვარს..როგორ ტკივა  და  უხარია ჩემი ყველა ფერი.. მიყვარხარ დეეეე უსაზღვროდ !!! არ იზომება ჩემი სიყვარულიიიიიიიიიი....

Wednesday, September 21, 2011

ერთი წლის შემდეგ..22.09.2011

რაღაც უცნაური გრძნობით გავიღვიძე..მგონია რომ ჩემს თავში დავამარცხე ის რაღაც, რაც ასე გამალებით მეპოტინებოდა და ხელს მიშლიდა წამოდგომაში..რა უცნაური გრძნობაა..თითქოს კოშმარს ნახულობ უცბად გამოგეღვიძება და მშვიდდები, რადგან ხვდები რომ ეს რეალობა არიყო, დამთავრდა..მთელი ჩემი სხეული  ამ გრძნობით იჟღინთება, მალე მთელ ჩემს ორგანიზმს მოედება.ალბათ ეს ის მომენტია ცემს ცხოვრებაში, როცა ჩემ თავთან ბრძოლა მოვიგე..წარსული..ის რაც იყო წარსულად დარჩა..ერთი წელი გავიდა , ერთი  წელი დამჭირდა რომ ეს მეგრძნო..ისევ ისეთი ვარ, ურაბლოდ ჩავაბარე ცხოვრებას გამოცდა,არ დავცემულვარ, თუმცა ავდექი და მივდივარ წინ!!!

8. Tell Me the Truth (DEJA VU SOUNDTRACK)


ზოგჯერ არ მინდა მაგრამ წავაწყდები ხოლმე ჩემდა უნებურად რაღაცას ასეთს რაც უცნაურ სიმშვიდეს მგვრის და მინდა სულ ასე გაგრძელდეს..

Saturday, September 10, 2011

ტკბილი ძილი და ბუნტი სიზმრები :)))

ისევ სულელური სურვილი მაქვს. ორი წლით უკან დაბრუნება მინდა,არაფერს შევცვლიდი ..არაფერს ვნანობ უბრალოდ მინდა ისევ ხატვაზე მივიდოდე,როგორც ყოველთვის  ვაგვიანებნდე და ავტობუსში ან გაჩერებაზე ხრუშას გაღიმებულ სახეს ვხედავდე.მეტროდან ხატვის სკოლისკენ მივდიოდეთ ნაყინებით ან ფორმატით ხელში, გზაჯვარედინზე ხელიხელჩაკიდებულები გადავდიოდეთ და გაშვება  სულ ბოლოს გვახსენდებოდეს..))ისევ გერმანულ ლექსის სტროფს მასწავლიდეს და მე შეძლებისდაგვარად ვბუტბუტობდე როგროც მაშინ(დი ქლიცე ქქლაინე შპინე,ქლეთერთე აუf დემ  ბაუნ))) აქ რომ იყოს შემისწორებდა:)))
მერე მთელი დღის დაღლილს ავტობუსის ბოლო სკამებზე მჯდომარეს გვეძინებოდეს,მის მხარზე მეძინებოდეს..ისევ მინდა იმ დიდ ტილოზე ვხატავდე ჩემი ოთახის კარების უკან თეთრი ნაჭერი რომ აფარია:))ისევ მინდა ბაწიას ეხუტებოდეს და ეფერებოდეს,იღიმებოდეს და ბავშურ ცისფერ თვალებს ვუყურებდე..
ისევ მინდა დაწოლის წინ ტკბილ ძილს და ბუნტ სიზმრებს მისურვებდეს..
ჯობია გავჩერდე,რა აზრი აქვს მაინც მან თავისი არჩევანი გააკეთა..))ასე თამამად აქ  იმიტო ვწერ რომ , ვიცი აქ ვერ წაიკითხავს და ჩემს ჭიას ვახარებ...არც მიდნა ოდესმე ნახოს, სასაცილოდ არეყოფა ალბათ :|| მარა მიყვარს აქ წერა..ვიცლები.
რა თბილი იყო,მისგან სულ სითბო მოდიოდა და ძალაუნებურად ზოგჯერ სიცივე,ბოლოს ყინულივით იქცა.მაგრამ ეგ არაფერი))უბრალოდ ის ბავშვი მენატერბა მასში რო  ცხოვრობდაა და არა ის ზოგჯერ ძალაუნებურად გზად რომ შემხვდება და თვალს მარიდებს))ასე მგონია ზიზღსაც გრძნობს))
მეც ნელ-ნელა ვსწავლობ სიარულს)...ჰოპლააა, მე ვცოცხლობ:)