უცებ შეიცვალა ბუნება, მთელი ქუჩა შენი ნაცნობია, ყველა გიყვარს, ყველას ესალმები გუნებაში; ნასახიც კი აღარ დარჩა ძველი განწყობისა, ოღონდ მაინც მარტო ხარ; არც გინდა არავის ნახვა, უბრალოდ, ძნელია ვინმემ გაგიგოს, რადგან გასაგები, სიტყვით სათქმელი, სინამდვილეში არაფერია, გეჩვენება: შეიძლება დაგცინონ კიდეც და ამით გული გატკინონ. მხოლოდ ხანდახან უღმერთოდ გინდება დაელაპარაკო ვინმეს...
მე მოვიგონე-- მზე..
შენ მოიგონე-ფერები..
მე მოვიგონე-სითბო..
შენ მოიგონე-ბგერები..
მე მოვიგონე- ტკივილი..ჩემი ფერებით.
შენ მოიგონე-სიცივე..სველი ბაგეები.
მე მოგიგონე შენ!!
შენ მოიგონებ...
No comments:
Post a Comment
:**