Thursday, February 23, 2012
ნახვამდის არა !!შეხვედრამდე :)))
აბა წავედი :)) კეთილი მგზავრობა საკუთარ თავს, მზიანი ამინდები და რავიცი :)) მინდა უკან დავრბუნდე სიცოცხლით სავსე :)) აღარ მინდა სიცარიელის სუნთქვა :)))მოკლედ დროებით..საერთოდ დამშვიდობება მეზიზღება, ასე მგონია რაღაც მთAვარდება, (თუმცა თუ ეს სიცარიელე დამთAვრდებოდა უარს არ ვიტყოდი "ნახვამდის" თქმაზე) :)))) აბა წავედი..უკან ვეცდები ბევრი სიხარული ჩამოვიტანო. :)))
Wednesday, February 22, 2012
Tuesday, February 21, 2012
შორს, სადაც ცას სულ სხვა ფერი აქვს..
მოკლედ ბევრი ლაპარაკის მერე გადაწყდა :)) მე და კადო მივდივართ ..ბილეთები ხელთ მაქვს :) და ველოდებით 24 თებერვლის 10:40წ :)) ვისურვებდი კიდევ ერთი ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ერთად, თუმცა ასე გამოვიდა, ..ხოდა ძალინ მინდა გათენდეს პარასკევი და წავიდეთ....ძალინ მჭირდება ეს. .სხვანაირად უნდა ავივსო, თორე აქ სიცარიელეს ვსუნთქავ..მოკლედ ერთი სული მაქვს ჩანთებით ხელში წავიდეთ, მალე..მალე...შორს, სადაც ცას სულ სხვა ფერი აქვს..
Friday, February 17, 2012
თებერვლის აღსარება
დღეს ჩემს მეგობარ ნივთებს მოვინახულებ...
სულ არაფერი პარკში მიცდიან მშვიდად..
მასმერე რაც ზეთის ფერები მე დამიტოვა..
ვაფერადებდი მინას..
თავს ვიტყუებდი ფერებთან..ვხატავ რა გინდათ?!
ფერებს ციხე მივუსაჯეთ გაუაზრებლად..
ოთახში კარების უკან..გვიცდიან მშვიდად...
ჩემს ვითომ ნათელ ოთახში ფანჯრის მხარეს მდგარ მაგიდაზე,
ფუნჯებს ფერები წყურიათ..მცივა..
მალინისფერი და ლურჯი იასამნისფერს ჰქმნიან..როგორ ვიმართლო თავი
საღებავებს ორი ხელის მაგივრად, ოთხი რომ ხსნიდა?!
ოცი წლის უმწეო ბავშვი ყველაფერში ხატვის გარდა..მე მაინც მცივა.
ვითომ ძლიერი ქალის ,უსახო გამომეტყველებას იასამნისფრად შევალამაზებ
იქნებ დავმალო მასში , რისი თქმაც მინდა..
პალიტრა ნაომარს ემსგავსება, მეომრების გარეშე
წყალიც არ ჭუჭყიანდება ფერების რეცხვით,ტირილი მინდა
ვითომ ტკივილის მაგივრად ბედნიერება ეწვეთება წამწამებიდან ბაგეებს..
მე ვსუნთქავ მშვიდად..
იქნებ გამომდის კიდეც ,ოღონდ, მისი მონაწილეობის გარეშე დინჯად...

Tuesday, February 14, 2012
Koop - Strange Love (OFFICIAL) HQ
ჩემი გასაჭირი
აივანი, სახლს რომ ღია თვალივით
უნდა ჰქონდეს, ბრმაა, ცემენტისაა,
არავითარ სივრცესთან არ მაკავშირებს,
თავგადაპარსულ ხეებთან,
ისედაც, დავკარგე საერთო ენა,
ვდგავარ და მტვერი მედება,
უპატრონო ნივთივით,
მოპირდაპირე აივანზე
ასეთივე მტვრიან მეზობელთან
კონტაქტს ვამყარებ:
- ჩემო არავინ! ინატრე თოვლი,
რომელიც მნიშვნელოვანს გაგხდის,
ან სიცხე, რომელიც გაგადნობს,
რასაც სიყვარულს დააბრალებ
და თანაგრძნობას დაიმსახურებ.
მე დავწერ ამის შესახებ,
მე მეხერხება სხვის გასაჭირზე წერა,
სხვის თოვლზე, სხვის სიცხეზე,
სხვის სიყვარულზე,
სხვის ღია თვალივით აივანზე
და ჩემსაზე, რომელიც ბრმაა…
აივანი, სახლს რომ ღია თვალივით
უნდა ჰქონდეს, ბრმაა, ცემენტისაა,
არავითარ სივრცესთან არ მაკავშირებს,
თავგადაპარსულ ხეებთან,
ისედაც, დავკარგე საერთო ენა,
ვდგავარ და მტვერი მედება,
უპატრონო ნივთივით,
მოპირდაპირე აივანზე
ასეთივე მტვრიან მეზობელთან
კონტაქტს ვამყარებ:
- ჩემო არავინ! ინატრე თოვლი,
რომელიც მნიშვნელოვანს გაგხდის,
ან სიცხე, რომელიც გაგადნობს,
რასაც სიყვარულს დააბრალებ
და თანაგრძნობას დაიმსახურებ.
მე დავწერ ამის შესახებ,
მე მეხერხება სხვის გასაჭირზე წერა,
სხვის თოვლზე, სხვის სიცხეზე,
სხვის სიყვარულზე,
სხვის ღია თვალივით აივანზე
და ჩემსაზე, რომელიც ბრმაა…
რძეში დამალული მარწყვის ჟრუანტელი :))
14 თებერვალი ე.წ ვალენტინობა :)))დღეს ამ დღეს აღნიშნავენ და წყვილები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან..ანუ მათთვის განსაკუთრებული დღეა სიყვარულის გამოსახატად:)))მაგრამ ჩემთვისსაც განსაკუთრებული დღეა, თუნდაც იმიტომ რომ გავიღვიძე და ვგრძნობ გაზაფხული რომ მოიპარება..ვგრძნობ მზის სხივები როგორ მათბობს დღითიდღე , როგორ ჩნდება ჩემს სახეზე ღიმილი და როგორ ქრება ყველაფერი უფერული..ფერადდება ყველაფერი ჩემში "ყველა ფერით"..იცი რისი მსგავსია ეს ყოველივე?? გაზაფხულის ერთი მოღრუბლული საღამო, გაშავებული ცა, ჭექა-ქუხილი და წვიმა, რომელიც გგონია არასდროს გაჩერდება, ფიქრობ რომ გათენებისას ასანთის ღერებივით ეყრებადა, ყველაფერი მიწასთან გასწორებული , მაგრამ თენდება დღე, წამიერად იმ პატარა ჩიტუნასიც მშურს ზევით ცაში თავისუფლად რომ ნავარდობ და იქ ყველაფერი მისია..ჩემზე პატარაა მაგრამ, ჩემზე თავისუფალი,..ჩემს ოთახში შემოაღწია მზის ფერებმა , მე ვერვხედავ მარა ისინი მხედავენ, ჩემს გულშიც ფეხაკრეფით მოდიან, ყველაფერს აფერადებენ, ისე რომ არც მეკითხებიან ბედნიერებას შენ ეძებო? ..და დაიწყო ისევ ლამაზი დღე..მე ეს მიხარია რძეში დამალული მარწყვის ჟრუანტელი :))
Monday, February 13, 2012
Wedding
მოკლედ თავიდან მეგონა, როგორც დავჯექი სკამზე წასვლამდე ასე ვიჯდებოდი, თუმცა შემდეგ ცოტა გავხალისდი და მგონი ბოლოს კამყოფილიც წამოვედი :)))
Tuesday, February 7, 2012
Holiday's plan 2012 (winter)
როგორც იქნა :)) ..დღეს, ბოლო გამოცდა მქონდა და არდადაგებიც დამეწყო ,ერთ თვიანიი..ბედნიერებისგან დაღლაც გადამავიწყდა...
ოჰოოოო ისეთი საინტერესო არდადგები მელიის..დავიწყოთ იქიდან რომ ქორწილში მიწევს წასვლა და პატარძალი არ ემზადება იმდენს რამდენსაც მე :D :D)))აი ასე, ამდენი წვალების შემდეგ ,დგებიან დღეები იგინი სანატრელნი :D:)))) P.s სურათებს აუცილებლად დავდეეებბ..

Subscribe to:
Posts (Atom)