Tuesday, February 14, 2012
რძეში დამალული მარწყვის ჟრუანტელი :))
14 თებერვალი ე.წ ვალენტინობა :)))დღეს ამ დღეს აღნიშნავენ და წყვილები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან..ანუ მათთვის განსაკუთრებული დღეა სიყვარულის გამოსახატად:)))მაგრამ ჩემთვისსაც განსაკუთრებული დღეა, თუნდაც იმიტომ რომ გავიღვიძე და ვგრძნობ გაზაფხული რომ მოიპარება..ვგრძნობ მზის სხივები როგორ მათბობს დღითიდღე , როგორ ჩნდება ჩემს სახეზე ღიმილი და როგორ ქრება ყველაფერი უფერული..ფერადდება ყველაფერი ჩემში "ყველა ფერით"..იცი რისი მსგავსია ეს ყოველივე?? გაზაფხულის ერთი მოღრუბლული საღამო, გაშავებული ცა, ჭექა-ქუხილი და წვიმა, რომელიც გგონია არასდროს გაჩერდება, ფიქრობ რომ გათენებისას ასანთის ღერებივით ეყრებადა, ყველაფერი მიწასთან გასწორებული , მაგრამ თენდება დღე, წამიერად იმ პატარა ჩიტუნასიც მშურს ზევით ცაში თავისუფლად რომ ნავარდობ და იქ ყველაფერი მისია..ჩემზე პატარაა მაგრამ, ჩემზე თავისუფალი,..ჩემს ოთახში შემოაღწია მზის ფერებმა , მე ვერვხედავ მარა ისინი მხედავენ, ჩემს გულშიც ფეხაკრეფით მოდიან, ყველაფერს აფერადებენ, ისე რომ არც მეკითხებიან ბედნიერებას შენ ეძებო? ..და დაიწყო ისევ ლამაზი დღე..მე ეს მიხარია რძეში დამალული მარწყვის ჟრუანტელი :))
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment
:**