დღეს ჩემს მეგობარ ნივთებს მოვინახულებ...
სულ არაფერი პარკში მიცდიან მშვიდად..
მასმერე რაც ზეთის ფერები მე დამიტოვა..
ვაფერადებდი მინას..
თავს ვიტყუებდი ფერებთან..ვხატავ რა გინდათ?!
ფერებს ციხე მივუსაჯეთ გაუაზრებლად..
ოთახში კარების უკან..გვიცდიან მშვიდად...
ჩემს ვითომ ნათელ ოთახში ფანჯრის მხარეს მდგარ მაგიდაზე,
ფუნჯებს ფერები წყურიათ..მცივა..
მალინისფერი და ლურჯი იასამნისფერს ჰქმნიან..როგორ ვიმართლო თავი
საღებავებს ორი ხელის მაგივრად, ოთხი რომ ხსნიდა?!
ოცი წლის უმწეო ბავშვი ყველაფერში ხატვის გარდა..მე მაინც მცივა.
ვითომ ძლიერი ქალის ,უსახო გამომეტყველებას იასამნისფრად შევალამაზებ
იქნებ დავმალო მასში , რისი თქმაც მინდა..
პალიტრა ნაომარს ემსგავსება, მეომრების გარეშე
წყალიც არ ჭუჭყიანდება ფერების რეცხვით,ტირილი მინდა
ვითომ ტკივილის მაგივრად ბედნიერება ეწვეთება წამწამებიდან ბაგეებს..
მე ვსუნთქავ მშვიდად..
იქნებ გამომდის კიდეც ,ოღონდ, მისი მონაწილეობის გარეშე დინჯად...
No comments:
Post a Comment
:**